ვაზელინის სულიერება

ანალური სექსის ტექნიკის და სულიერების შესახებ მსურს გესაუბროთ. ამასწინათ მე და ჩემი უცხოელი მეგობრები სოციალური ქსელით დიდხანს ვკამათობდით, თუ რომელი გელის გამოყენება სჯობს მაშინ, როცა ერთი პარტნიორი "უკანა კარიდან" შედის მეორე პარტნიორის სხეულში, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და, კონსენსუსს მაინც ვერ მივაღწიეთ. გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია; ზოგს რომელი გელი ურჩევნია, ზოგს რომელი, მაგრამ იმ ათეულობით სხვადასხვა ასაკის, სქესის და წარმოშობის ადამიანს შორის, ვინც ამ დისკუსიაში მონაწილეობდა, ვაზელინი ერთსაც კი არ უხსენებია. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვაზელინი მოძველდა. მართლაც, რატომ უნდა ატარო ჯიბით ეს ამაზრზენი ფლაკონი მაშინ, როცა არსებობს უამრავი სექსშოპი, სადაც სხვადასხვა წარმოების უამრავი შესანიშნავი გელი იყიდება?

საქართველოში სექსშოპები არ არსებობს. იყო ერთი, აღმაშენებლის გამზირზე, მაშინ, როცა მე ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და მახსოვს, როცა ის გაიხსნა, მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობდა. მერე ვიღაც ტიპებმა საღებავი შეასხეს ამ მაღაზიის ვიტრინებს (ბოროტი ენები ლაპარაკობენ, თითქოს ეს უშუალოდ პატრიარქ ილია მეორის დაკვეთა იყო, მაგრამ მე ეს არ მჯერა: რა ესაქმება პატრიარქს ვიბრატორებსა და ფალოიმიტატორებთან, ხელოვნურ ვაგინებსა და უამრავი დასახელების გელთან? მჯერა, პატრიარქი სამარადჟამოდ ისე გაქრება, რომ მსგავსს ვერაფერს ეღირსება და მე თუ მკითხავთ, არც უნდა ეღირსოს, თუ ამქვეყნად არსებობს რაიმე სამართალი), იყო ერთი ალიაქოთი, პოლიცია გამოიძახეს და მაღაზია დაიხურა, დაიხურა (დახურეს!) ერთადერთი სექსშოპი მთელ საქართველოში, ხოლო ჩვენ დავრჩით ისევ ამ მამაპაპური ვაზელინის ამარა, რაც პატრიარქს ასე ძალიან მოსწონს. დიახ, ვაზელინს პატრიარქის უშუალო კურთხევა აქვს! ნუთუ ეს არ იცოდით? ჰეჰე, მას ხომ დღეში შვიდასი მილიონი კაცი და ქალი უძვრება მტკვრის სანაპიროსთან მდებარე უკანა კარიდან (შეძვრებიან, გამოძვრებიან, შეძვრებიან, გამოძვრებიან, შეძვრებიან, გამოძვრებიან, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე), და განა ამას ჩვენი უნეტარესი ვაზელინის გარეშე მოახერხებს? უფრო სწორად: განა შეძლებენ ლევან ვასაძის მსგავსი ტიპები, საპატრიარქოში უკანა კარიდან შეძვრნენ თვინიერ ვაზელინისა? ეს ხომ მტკივნეულია. წარმოიდგინეთ თავგადაპარსულთა მთელი არმიის მძვინვარე თარეში და მათ მიერ მიყენებული ტკივილის განუზომელი სიმძიმე, როცა პატრიარქს უკნიდან დაჟინებით უძვრებიან ჯიგრები და მიხვდებით, რასაც ვამბობ. პატრიარქს ვაზელინის საკუთარი ქარხანა აქვს. ამ ქარხანაში ის ხშირად საკუთარი ხელით ურევს ალექსანდრე ნეველის ძვალს ვაზელინით სავსე წმინდათაწმინდა ქვაბში, რის შემდეგაც კურთხეული საცხი ფლაკონებად ფასოვდება და სხვადასხვა ორგანიზაციებს ეგზავნება, მაგალითად, ისეთებს, როგორიცაა ე. წ. გაზეთი "კვირის პალიტრა," რომელსაც კურთხეული ვაზელინი ძალიან სჭირდება, რათა უკეთ შეუძვრეს ნებისმიერ ტრადიციულ და რუსოფილ ტიპს ობმოდებულ სწორ ნაწლავში. კურთხეული ვაზელინი ასევე სჭირდება ე. წ. გაზეთ "საქართველო და მსოფლიოს," კურთხეული ვაზელინი სჭირდება "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტების კოჰორტას, კურთხეული ვაზელინი სჭირდება ქართულ-საბჭოურ ინწლიგენწიას (აი, ის ტიპები, თბილისელები რომ ჰქვიათ და პუტინის შესახებ დაბეჭდილი წიგნების პრეზენტაციებზე გასტრონომებთან "პივებს" რომ სვამენ მოსკოველი ვერას, ნატაშას და სხვათა და სხვათა ალერსის მოლოდინში), კურთხეული ვაზელინი სჭირდება იმ პოეტს, რომელმაც ბერა ივანიშვილს ლექსი მიუძღვნა, კურთხეული ვაზელინი სჭირდებათ მათ, ვინც დეპუტატ თამარ კორძაიას აგინებს პატრიარქის შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, კურთხეული ვაზელინი სჭირდება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს," კურთხეული ვაზელინი სჭირდებათ ქართველ ქალიშვილებს 17 წლის ასაკს ზემოთ, კურთხეული ვაზელინი სჭირდებათ იმ ანტისემიტებს, ხანუქას დღეს თავისუფლების მოედანზე ებრაული პლაკატები რომ ჩამოხიეს, კურთხეული ვაზელინი სჭირდებათ 7 ნოემბრის, 26 მაისის და 17 მაისის დამრბევებს, კურთხეული ვაზელინი სჭირდებათ ციხის მეცოცხე ჯალათებს, კურთხეული ვაზელინი სჭირდებათ ჭორიკანა ქალებს, კურთხეული ვაზელინი სჭირდება საქართველოს მოსახლეობის იმ 35 %-ს, რომელიც ქალზე ძალადობას ამართლებს, კურთხეული ვაზელინი სჭირდება საქართველოს მოსახლეობის იმ 45 %-ს, რომელიც ბავშვზე ძალადობას ამართლებს, და რაც მთავარია, ამ ხალხს ეს დალოცვილი, კურთხეული ვაზელინს ყოველდღიურად ტონობით სჭირდება. მათ არ შესწევთ ძალა, ფალოსები შეაბრძანონ (ან/და შეიბრძანონ), ფალოსებს ისინი ვერც აყენებენ, ვერც იყენებენ დანიშნულებისამებრ, ამიტომ თავებს იპარსავენ, ილაპლაპებენ და არის მერე ერთი ჯლიგინი და მიდი-მოვდივარ. აი, რაზე უნდა იმუშაოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ, რათა ინვესტიციები მოიზიდოს და ჩამპალი ეკონომიკა გამოაცოცხლოს: საჭიროა შევქმნათ ვაზელინის უზარმაზარი ფაბრიკა, გიგანტური, რობოტიზებული დანადგარებით, სადაც ვაზელინის ჩამოსხმა ერთიციცქნა ფლაკონებში კი არა, ბოლნური ჯვრების გამოსახულების მქონე, ხუთტონიან უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში იწარმოებს, ხოლო როცა "თავისუფალ ბაზარზე" ვაზელინზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება, გავზარდოთ ცისტერნების ლიტრაჟი და მოცულობა. ეკონომიკის გამოცოცხლების ყველაზე ეფექტური გეგმა თუ გნებავთ, ეს არის (ქართველი ბალცეროვიჩი და შოკური თერაპიის მამა ვარ ფაქტიურად). კარგი იქნება, თუ ევროპელ ტურისტებს საზღვარზე გავჩხრეკთ და ყველანაირ გელს ამოვაცლით ჩანთებიდან, ხოლო თუ გაჯიუტდებიან, "ტაბურეტკა" და იმის ჯანი, თორემ ვაზელინის ტრადიციულ ეროვნულ სულიერებას დიდი საფრთხე დაემუქრება გარყვნილი ევროპის შემოტევების გამო. "ნუ დაჰკარგავ ძველსა ვაზელინსაო," წინაპრებს უთქვამთ და სწორადაც. მართლაცდა, ვაზელინს და კარგ ცხოვრებას რა სჯობს თუ არა ისევ ვაზელინი და კარგი ცხოვრება? გამოვაცხადოთ საქართველო ვაზელინის რესპუბლიკად. "მრევლის ვაზელინური რესპუბლიკა საქართველო." როგორ მოგწონთ? ხომ კარგად ჟღერს? "ოდეს ყოფილ არს, რომე მამათა და დედათა ერთად წაესვა ვაზელინი." ესეც თქვენი დევიზი. ჰიმნს რაც შეეხება: ესეც ძალიან მარტივია! უბრალოდ, ცნობილი სიმღერის ტექსტში წითელი "ბასანოჟკების" ნაცვლად უნდა ჩაისვას "თეთრი ვაზელინი." ამ რეკომენდაციებს თუ შეასრულებთ, ნახავთ, როგორ განვვითარდებით და გავბრწყინდებით. ევროინტეგრაცია კი არ დაჩქარდება, ქეთრინ ეშტონი აქეთ ჩამოვა, კარზე მოგვიკაკუნებს და გვეტყვის "ერთი-ორი თავი ხახვი და ვაზელინი ხომ არ გაქვთ რომ მასესხოთ, გავცივდი და ყელის ინჰალაცია უნდა გავიკეთოო." ანუ გვექნება ვაზელინის ზეგარდმო ძალის მეშვეობით ინჰალირებული კოჰაბიტაცია აწ განსვენებულ უფალ ღმერთთან გამტარ ილია მეორით ჩვენ ორს შორის. მერე 37 მანეთად გადავფრინდებით ვერებთან, ნატაშებთან, ჟენიებთან, დავუბრუნებთ მათ ალექსანდრე ნეველის ძვალს, აღვადგენთ ისტორიულ სამართლიანობას და იმდენად განვსპეტაკდებით, რომ არათუ ჯგუფური ორალური და ანალური სექსი, კუკებიც კი აღარ მოგვინდება.

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ვაზელინისაჲ:

ჰოი, დიდებულო ვაზელინო!

შენ შეგტრფის ივერთ სამყარო,

არ მსურს იმედები ვამყარო,

შენს სპეტაკ მრწამსზე,

სხეულებში რომ გვიძვრება ჩვენ გარყვნილთ და გვთრგუნავს.

მთვარის შუქით განათებულ ფანჯარაში რუსული ეშმას ფეხი მობობღავს,

ეს ალექსანდრე ნეველის ძვალია,

წმინდა ძვალი (ოდნავ მტვრიანი და ქეციანი მხოლოდ).

ო, დიდებულო ვაზელინო!

მე აღგზნებული ვცახცახებ შენს წინაშე.

P. S. მართალია, საშინლად სერიოზული თემები განვიხილე, მაგრამ ამ საშინლად სერიოზულ თემებზე და იმ ხალხზე, 17 მაისს "ტაბურეტკებით" რომ დარბოდა, სერიოზული მსჯელობის ძალა აღარ შემწევს; მე ხელოვანი ვარ და არა მონსტრების კორპორაციის დირექტორი. ასე რომ, გაუმარჯოს ვაზელინს!

P. P. S. თუ ჩვეულებისამებრ ვინმეს ტაკოსთან საკრალური კავშირის დამყარებას ისევ გადაწყვეტთ და ამ მიზნით თავზე Latex-ის კონდომს ჩამოიცვამთ, ვაზელინს ამ შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ, ვაზელინი დახევს Latex-ს და ამით თქვენი გაგუდვის შანსი მინიმუმამდე დავა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება პირადად ჩემთვის.



ფოტოზე: საპატრიარქოს ი. ბ. სტალინის სახელობის ვაზელინის ფაბრიკა რუსული ინვესტიციების და სიამოვნების მოლოდინში

12.12.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten