SOS: პარტია "გირჩი" კოსმოსში მიფრინავს

როგორც სულ ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, პარტია"გირჩის" სრული შემადგენლობა ამჟამად იმყოფება თერმოსფეროში, ზღვის დონიდან 107 კილომეტრის სიმაღლეზე, სადაც ისინი აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც შეეშალათ და რეზინის ეკლესია წირვის დროს ჩვეულებრივი ჰაერის ნაცვლად დუყლუყით გაბერეს.

როგორც სარწმუნო წყარო ამტკიცებს, პარტია "გირჩის" წევრები ზემოაღნიშნული წირვის პროცესში ისეთი მაგარი დაბოლილები გახლდნენ, რომ პატრონი ჰყავდათ აღგზნებული სომალელი მეკობრეების ნებაყოფლობით ტყვეობაში. მდგომარეობამ მას შემდეგ შეიძინა განსაკუთრებით დრამატული ელფერი, რაც პარტიის ერთ-ერთი სახე, ზურაბ ჯაფარიძე მოსაფსმელად გარეთ გავიდა და საკუთარ ფეხებს შორის ირმის ნახტომის ნისლეული და ვარსკვლავებით მოოჭვილი ცის თაღი დალანდა.

პარტია "გირჩის" წევრებმა შველა სთხოვეს სამაშველო სამსახურს. კერძოდ ისინი ითხოვენ ათ ტომარა ქვიშას, რათა ეს ქვიშა გამოყენებულ იქნას როგორც ბალასტი და ქართველი პოლიტიკოსები დედამიწაზე საკუთარ ჩვეულ საქმიანობას, ანუ ყლეპროჭაობას დაუბრუნდნენ. "არქიმედეს კანონის თანახმად ათმა ტომარა ქვიშამ ამომგდები ძალით უნდა აგვაგდოს მარსისკენ და მერე მარსს რომ დავეჯახებით, პინგ-პონგის ბურთის პონტში ხომ დედამიწასაც დავეჯახებით, არა?" თქვა პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთმა სახემ, ნინო დარსაველიძემ. "საბოლოო ჯამში ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს," განუცხადა მან სააგენტო "ინტერპრესნიუსს" სკაიპის მეშვეობით.

აღნიშნულ საკითხზე საგანგებო თათბირი გაიმართა შსს-ში, სადაც ამომგდები ძალის ექსპერტის რანგში მიიწვიეს გოჩა ჩერტკოევი. ჩერტკოევმა ცალსახად დაადასტურა ნინო დარსაველიძის სამეცნიერო მოსაზრების ჭეშმარიტება, რის შემდეგაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ "გირჩს" ერთხმად მიანიჭა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამომგდების ტიტული.

ამ წუთებში შსს-ში მსჯელობენ, ხომ არ სჭირდება პარტია "გირჩს" ათი ტომარა ქვიშა არა დედამიწაზე დასაბრუნებლად, არამედ მართლსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, კერძოდ კი "პლანის" დასათესად.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, სულ ცოტა ხნის წინ "გირჩის" მთავარ ოფისთან აქცია გამართა "აუდიტორია 115"-მა. "დარჩით, სადაც ხართ," სკანდირებდნენ სტუდენტური მოძრაობის წევრები. როგორც მათ "ქრიშჩენ საინს მონიტორს" განუცხადეს, ოღონდ გირჩელები დედამიწაზე აღარ დაბრუნდნენ და ორგანიზაციის წევრები პირობას დებენ, რომ უფრო ბეჯითად ისწავლიან, სტიპენდიებს მოიპოვებენ და დაზოგილი ფულით დრონის მეშვეობით პერიოდულად სურსათ-სანოვაგეს გაუგზავნიან პარტია "გირჩის" წევრებს.



ფოტო: jnbw.de

23.06.2017

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten