რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ოხლოკრატია

ქართველ ხალხზე მაღალი წარმოდგენის არასოდეს ვყოფილვარ. ყოველთვის კარგად ვიცოდი, რა უბინძურეს ქვეყანაში ვცხოვრობდი, მაგრამ იმან, რაც დღეს, 17 მაისს მოხდა, ჩემი ყოვლისმომცველი პესიმიზმიც კი დაჩრდილა! სიტყვები არ მყოფნის, აღვწერო მოზეიმე ბრბოს ის ჭეშმარიტად პირუტყვული აღტკინება, რითაც "ქართველები" დღეს საბრალო ბავშვებს, ქალებს და ისედაც უკიდურესად დევნილ და დაჩაგრულ ლგბტ ადამიანებს ესხმოდნენ თავს. დღევანდელი 17 მაისი არის ძალიან დიდი უკანგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე და ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი რელიგიურ-ფუნდამენტალისტური ოხლოკრატიისკენ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით წყობაში, რომელიც უსაზარლესი ტირანიის კლასიკურ ნიმუშად ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე დგას. ოხლოკრატია ეს არის ტირანიის ის სახეობა, როცა ქვეყანას ყველა მართავს და თან არავინ მართავს; როცა ყველა მართავს, პასუხისმგებლობა კი არავის აკისრია, როცა ყველა თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას და სხვისკენ იშვერს ხელს და ოხლოკრატია საკუთარი არსით ტირანიის ყველაზე უარესი ფორმაა.

ქვეყანა ბრბოს გემოვნებით არ უნდა იმართებოდეს. ბრბომ თავისი ადგილი უნდა იცოდეს. არსებობს რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და სხვა უამრავი შესაძლებლობა ბრბოს ასალაგმავად. სახელმწიფოს არ უნდა ეშინოდეს ამ საშუალებების გამოყენების. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სამარცხვინო ზოგადად მკაცრი მეთოდების გამოყენება კი არ არის, არამედ კონკრეტულად ის, თუ ვის წინააღმდეგ და როდის, რა ვითარებაში იყენებ ამ მეთოდებს. დღევანდელი დღე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისის დღე. დღეს მე ვიხილე გაუგონარი და წარმოუდგენელი რაღაც, დღეს მე დავინახე, როგორი მედიდური სახით და მკაცრი ხმით ელაპარაკებოდნენ მღვდლები პოლიციელებს, როგორ უბრძანებდნენ მათ, გაეწიათ რკინის ჯებირები და როგორი თვინიერი და მორჩილი სახეებით ასრულებდნენ პოლიციელები მათ ამ ბრძანებებს. დღეს მე ვიხილე, როგორ ჩხრეკდნენ საპატრიარქოს ბინძური ბრბოები სამარშუტო ტაქსებს და ყვითელ ავტობუსებს "გეიების" აღმოჩენის მიზნით. ქუჩაში ზნეობის პოლიცია მორიგეობდა. დიახ, ზუსტად ისეთივე ზნეობის პოლიცია, ირანში რომაა შექმნილი! დღეს ქრისტიანობამ საბოლოოდ ჩამოიხსნა "კაცთმოყვარეობის" ნიღაბი და მთელი თავისი ამაზრზენი ურჩხულისებური სახით წარსდგა ჩვენს წინაშე. დიახ, ეს იყო ზუსტად იგივე ურჩხული, რომელმაც ჯორდანო ბრუნო აიყვანა კოცონზე.

ვერ ვიტყვი, თანამედროვე საქართველოში ლიბერალები უმრავლესობაში ვართ-მეთქი. მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე ეს მღვდლებს წარმოუდგენიათ, ამასთან ერთად, ჩვენს რიგებშია უკლებლივ ყველა ინტელექტუალი, ჩვენ ურთიერთსიყვარულის და სოლიდარობის შესაშური გრძნობით გამოვირჩეოდით ყოველთვის და ყველაზე პროგრესულ პიარტექნოლოგიებსაც ვფლობდით. ამიტომ ყველა ლიბერალს მოვუწოდებ, მათთან ერთად მოვუწოდებ ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ სურს, რომ საქართველო ქრისტიანულ ირანად გადაიქცეს: აშკარად თუ ფარულად, უფრო მეტად შევკავშირდეთ და ერთად ვებრძოლოთ ქრისტიანულ დემონს. დღეს, როგორც არასოდეს, საჭიროა ყველა დემოკრატიული ძალის და დემოკრატიული მრწამსის მქონე, მოაზროვნე ადამიანის ენითაუწერელი სიძულვილის, ფანატიზმის და გაუგონარი ძალადობის წინააღმდეგ ერთიან და ძლიერ ანტიფაშისტურ ბანაკად გაერთიანება. ნუ მივცემთ ამ დემონს იმის შესაძლებლობას, რომ ქედმაღლურად ელაპარაკოს ჩვენს ახალგაზრდა, მაგრამ ამაყ სახელმწიფოს და ასევე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ამაყ სამოქალაქო სექტორს. ნუ დავასუსტებთ ქართულ სახელმწიფოს და ნუ ვაქცევთ საქართველოს რელიგიურ ოხლოკრატიად; მოგიწოდებთ, გონს მოვეგოთ, გამოვფხიზლდეთ და შევკავშირდეთ სანამ ჯერ კიდევ ძალიან გვიანი არ არის. ნუ ელაპარაკებით ეკლესიას ენისმოჩლექით და გამოიჩინეთ უკომპრომისობა მასთან ბრძოლაში. ნუ ამბობთ მღვდლებზე, რომ ისინი დღეს არაქრისტიანულად იქცეოდნენ. ბოლოსდაბოლოს დაიჯერეთ, რომ სწორედ ასეთია ქრისტიანობა და მღვდლები ძალიან ქრისტიანულად იქცეოდნენ. ისინი დღეს იქცეოდნენ ისე, თითქოს ქართული სახელმწიფო აღარც კი არსებობდეს და ეს თანდათან სულ უფრო ემსგავსება სიმართლეს. ლიბერალებო, ყოველმხრივ ეცადეთ ეკლესიის პოზიციების დასუსტებას და გაითავისეთ, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავალი.

დღეს მე მოვისმინე "პოლიტიკოსების" და სხვათა შეფასებები 17 მაისის აქციასთან დაკავშირებით. ქრისტიან-დემოკრატების ბელადმა, გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ წინააღმდეგია ლგბტ სოლიდარობის აქციების, ჯონდი ბაღათურიამ ივიშვიშა, თემურ ჭყონიამ საკუთარი სწრაფი კვების რესტორანში შეშვებაზე უარი უთხრა უბედურ ადამიანებს და ა. შ. დღეს სრულიად გურჯისტანი (გურჯისტანი და არა საქართველო, რადგან საქართველოს ვერ ვუწოდებ საპატრიარქოს ნახირს. ესენი არ არიან ქართველები და არც ადამიანები არიან. სწორედ საქართველო იდგა ბარიერის მეორე მხარეს, ჩემს გვერდით) აღსდგა საქალწულე აპკების და საკუთარი ბინძური უკანალების დასაცავად, იმ უკანალებისა, რომლებიც სწორედ ჩემმა ვებგვერდმა გადაურჩინა მათ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. დაწყნარდით! ნუ მოთქვამთ! მე არ მაინტერესებს თქვენი მახინჯი უკანალები, საკუთარ თავებს მიხედეთ და ნუ ერევით სხვის პირად ცხოვრებაში. დღეს თქვენ, ადამიანებმა, ვის გამოც ამდენი ვიბრძოლე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, გამიკეთეთ ის, რაც ჩემთვის სააკაშვილსაც კი არ უქნია: ფეხქვეშ გათელეთ ჩემი კონსტიტუციური უფლება და არ მომეცით შესაძლებლობა, დავსწრებოდი ჩემთვის სასურველ ანტიჰომოფობიურ აქციას. ამით თქვენ მე დამიპირისპირდით და ენითაუწერელი უმადურობა გამოიჩინეთ, რასაც არასოდეს გაპატიებთ, რადგან ჩემს თვალში უმადურობა სწორედ ისეთივე უმძიმესი ცოდვაა, როგორც თქვენს თვალშია ჰომოსექსუალობა. თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, თუ რა საშინელ ძალას უპირისპირდებით ჩემი სახით, ამიტომ მე გპირდებით, რომ არ მოგაკლებთ ბედნიერებას, სულ უფრო უკეთ გამიცნოთ, თუ გონს არ მოეგებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ, უმკაცრესად დასაჯოს აქციაში მონაწილე ყველა დამნაშავე მღვდელი და ჰომოფობი. დღეს აღარ არის გაურკვევლობის დრო. საკითხს დგას ასე: ან ადამიანები და სამოქალაქო სეტორი, ან ბრბო და ეკლესია. ან ევროპული არჩევანი, ან ირანული არჩევანი. მერყეობის და ორჭოფობის დრო უნდა დამთავრდეს. დაუშვებელია, ერთიდაიგივე ჭურჭელი მოსაშარდადაც გამოიყენოთ და წყლის დასალევადაც. მე არ მჭირდება ნახ-ნახევარი საზოგადოება. მე მჭირდება საზოგადოება. რელიგია კი სახელმწიფოსთან ერთად ანგრევს საზოგადოებას და უნიჭო, უვიც და ქაოტურ ბრბოდ გარდაქმნის მას.



"ქართველი" ქრისტიანი ორთოდოქსების პატრიარქ ილია მეორეს სამარცხვინო ზონდერები. ფოტო: Queer Georgia

17.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten