მოვითხოვოთ სექსუალური განათლება

20 ივლისს, დედაენის ძეგლთან ტარდება აქცია სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვის მოთხოვნით. აქციაში მონაწილეობის მსურველები უნდა გადამისამართდეთ ბმულზე (ამ წარწერას დააწექით და შემოდით: www.facebook.com/აქცია სექსუალური განათლების მოთხოვნით) და გაწევრიანდეთ შესაბამისი ღილაკის მეშვეობით.

აქციაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები სკოლებში სექსუალური განათლების დანერგვის ფორმებთან დაკავშირებულ დეტალებზე. აქციაზე გამოთქმული საინტერესო და პროგრესული შეხედულებები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პეტიციის მომზადების პროცესში, რომელსაც აქციის დასრულების შემდეგ გარკვეული ხნის განმავლობაში გავუგზავნით საქართველოს პარლამენტს. სექსუალური განათლების მოწინააღმდეგეები აქციაზე არ დაიშვებიან.

მონაწილეებმა გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ პირობებს, რომლებიც ქვემოთ არის გაწერილი:

ფეისბუკ ივენთში გაწევრიანება/ აქციაზე დასწრების სურვილის გამოხატვა უნდა მოხდეს ისეთი ფეისბუკ ექაუნთის მეშვეობით, რომელიც უკვე მოქმედი იყო აქციის დაანონსებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.

დაუშვებელია აქციაზე გამოჩენა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან რელიგიური თემის სპეციალური სიმბოლიკით (გერბი, დროშა, ემბლემიანი მაისური და ა. შ.). დასაშვებია მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების ოფიციალური სიმბოლიკა და ასევე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა (შინდისფერი) და გერბი.

აქციისთვის მზადების პროცესში დასაშვები და სასურველია მისი პოპულარიზაცია სოციალური მედიის მეშვეობით, ოღონდ ამას უნდა ჰქონდეს მხოლოდ საინორმაციო ხასიათი. კატეგორიულად დაუშვებელია აქციის შინაარსის დამახინჯებული წარმოჩენა. ეს არ არის ”გარყვნილების პროპაგანდა” და ჩვენ არ ვითხოვთ გარყვნილების დანერგვას საქართველოს სკოლებში. ჩვენი მიზანია ავაცილოთ თავიდან ახალგაზრდა და მომავალ თაობებს ის უსაზარლესი შუღლი და ძალიან სახიფათო დაპირისპირებები, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს საზოგადოებას სექსუალური იდენტობის ნიადაგზე თავს დაატყდა და დავიცვათ ისინი როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, ასევე არასასურველი ორსულობისგან.

აქციის დასკვნით ეტაპზე მოხდება ფაშისტური გაზეთების (”კვირის პალიტრა,” ”ალია,” ”ქრონიკა,” ”ქრონიკა +,” ”ასავალ-დასავალი,” ”საქართველო და მსოფლიო,” ”რაო-რაო”) და ასევე ფაშისტური ტიპის ინტერნეტმედიის (”ივერონი.კომ.ჯი,” ”საზოგადოება.ჯი” და ა. შ.) სიმბოლიკის გამომხატველი ფურცლების საჯარო და დემოსტრაციული დაწვა, როგორც სიმბოლო სიბნელისგან და სიძულვილისგან განთავისუფლების.

გთხოვთ აქციაზე საკუთარი პლაკატი(ებ)ით გამოცხადდეთ, ხოლო პლაკატ(ებ)ის შინაარსი გაპოსტოთ ზემოთხსენებულ ფეისბუკ ივენთზე. ამის შემდეგ თავად მიხვდებით რა სლოგანი და მოწოდება უფრო პოპულარულია და არ გაგიჭირდებათ თქვენს მიერ გამოთქმულთაგან ყველაზე პოპულარული მოწოდებების და სლოგანების გამორჩევა.

აქციის დაწყების ზუსტი თარიღია 2013 წლის 20 ივლისი, დღის პირველი საათი, მაგრამ აქციაზე გამოვცხადდეთ 30 წუთის დაგვიანებით, ცამეტ საათსა და ოცდაათ წუთზე და თექვსმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე დავიშალოთ. ძალიან გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ აქციაში. საქმე ჩვენი ახალგაზრდა და მომავალი თაობების ბედს ეხება, ხოლო უფრო ფართო და სიღრმისეული მნიშვნელობით, მთლიანად ჩვენი საზოგადოების მომავალს და კეთილდღეობას. ამიტომ ჩემის ღრმა რწმენით აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა წესით ყველასათვის ძალიან დიდი პატივი უნდა იყოს.



<< | 2 | 3 | >>

ფოტო: Photo.to

06.07.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten