Suckართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბნელა

(ჩემი რეაქცია საბი ბერიანის მკვლელის გამართლებასთან დაკავშირებით)

როცა 2013 წლის 17 მაისის დარბევის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს „კანფეტივით სასჯელები“ დააკისრეს, ამაზე მხოლოდ ქართული საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა გამოხატა აღშფოთება. დანარჩენი ნაწილი ან მხართეძოზე წამოკოტრიალებული მშვიდად ანძრევდა, ან ღიად უთანაგრძნობდა დამრბევებს. გავიდა ორიოდე წელი და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა: დღეს საქართველოში ლგბტ ადამიანის მკვლელობის გამო ელემენტარული სასჯელიც კი აღარ არსებობს, რაზეც საბი ბერიანის მკვლელის სასამართლო პროცესი ძალიან ნათლად მეტყველებს.

აშკარაა, რომ "ქართული ოცნება" ღიად უჭერს მხარს ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას (მათ შორის, მკვლელობის ჩათვლით). ამიტომ ეს ხელისუფლება არცერთ ყველაზე უარეს წინა ხელისუფლებაზე უკეთესი არაფრით არის. "ქართული ოცნებაც" ისეთივე უხარისხო და ნაგავი პოლიტიკური პროდუქტია, როგორც საქართველოში წარმოებული სხვა უამრავი რაღაც (მაგ. თოფაძის ლუდი).

საბი ბერიანი რომ ჰეტეროსექსუალი და თბილისის ცენტრალურ უბანში დაბადებული ყოფილიყო, წარმომიდგენია, როგორ ირბენდა რუსთაველზე ქართველ მამულიშვილებად წოდებული ყლეთა ჯოგი, ე. წ. ქართული ინტელიგენცია (წითელი ინტელიგენცია!) როგორ ჩამოიხოკავდა ღაწვებს და რამდენი სტატია დაიწერებოდა "ასავალ-დასავალში" სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცხოვრობთ უხილავ გალიაში, რომელსაც აქვს ყინულივით ცივი მინის კედლები. თქვენ ეხეთქებით მინის კედლებს, ყვირით, ღრიალებთ, იგინებით, იფურთხებით, ცდილობთ, ყელი გამოიღადროთ, რადგან თქვენ – სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაგამწყვდიეს იმ მიზნით, რათა თქვენზე დაკვირვება აწარმოონ და შემდეგ მოგაშთონ – აი, სწორედ ამას ჰგავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ლგბტ ადამიანების ცხოვრება. მაგრამ დანარჩენებს, ვინც ლგბტ ადამიანები არ ვართ, სულ ტყუილად გვიხარია: უსამართლობის აქლემი ოდესმე ჩვენს კართანაც დაიჩოქებს. სხვათა შორის, უკვე დაიჩოქა კიდეც – „ქართულმა ოცნებამ“ ხომ ფაქტიურად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის აღადგინა სამართლიანობა. დიახ, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა გაიმარჯვა 2012 წელს, რადგან მხოლოდ მის ბანკს დაუბრუნეს აქტივები ბოლო ცენტამდე, მხოლოდ მან შეძლო საკუთარი მარიონეტის და ყურმოჭრილი მონის დასმა პრემიერ-მინისტრის სავარძელში (რომელიც პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარი პატრონის წინაშე გრძნობს და არა ხალხის წინაშე), მხოლოდ ის გველაპარაკება მშვიდი და აუღელვებელი ხმით, როცა ასიათასობით ადამიანს საქართველოში ისევ შია და მომავალი არ გააჩნია.

აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ფარულად ხელს უწყობს რუსული ინტერესების წარმართვას ქვეყანაში; რუსული პროპაგანდა მისი ჩრდილოვანი მმართველობის პირობებში არნახულად გაძლიერდა და რუსეთის აგენტებმა იმდენი შეძლეს, რომ ქართველებს დარბევაც კი მოუწყეს საკუთარ ქვეყანაში 2013 წლის 17 მაისს. ხოლო იმ ათასობით ადამიანს, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ერთი ფიცრის თუ ერთი ტომარა ფქვილის ქურდობისთვის დაიჭირა, ქონება წაართვა და უსახლკაროდ დატოვა, სახელმწიფომ ბოდიშიც კი არ აღირსა. აი სწორედ ამ უსამართლობის დაგვირგვინება, სწორედ ამ უსამართლობის ბოლო აკორდი იყო საბი ბერიანის მკვლელის გამართლება. თურმე ჩვენს ქვეყანაში დამწვარ ავეჯს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს! თურმე ჩვენთან საკმარისია, ლგბტ ადამიანი იყო და შენი მკვლელობის შემთხვევაში არავის არავინ დასჯის. პირიქით, ის დამპალი პროკურორი, რომელიც წინათ გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის თუ ზურაბ ადეიშვილის ნებისმიერ მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა, ხოლო დღეს ბიძინა ივანიშვილის მითითებებს არანაკლებ მონურად ასრულებს, მხარზე ხელს მოუთათუნებს შენს მკვლელს და ფოჩიან კარამელს ჩაუდებს პირში. არადა, ლგბტ ადამიანად ხომ ნებისმიერი შეიძლება შერაცხოს ჩვენმა დამპალმა პატრიარქმა. ან თუ ლგბტ ადამიანად არ შერაცხავს, „სხვამხრივ არასრულფასოვნად“ მაინც, ისეთივე „არასრულფასოვნად,“ როგორც მაგალითად ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვები შერაცხა. და მაშინ... რა მოხდება მაშინ? მოხდება იგივე, რაც მოხდა საბი ბერიანის მკვლელის გამართლების შემთხვევაში. დიახ, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ იგივე მოხდება. მერე თამუნა კორძაია აღშფოთდება, ლევან ბერძენიშვილი გაიხუმრებს, დავით უსუფაშვილი რაღაც ვრცელ და გაუგებარ ტექსტს გამოაქვეყნებს რომელიღაც ვებგვერდზე და მორჩება ამით ყველაფერი. ცხოვრება კი სულაც არ გაგრძელდება. ცხოვრება მხოლოდ მილიარდერი ივანიშვილისთვის გაგრძელდება, რომელიც, თურმე ყველა სხვა „სიკეთესთან“ ერთად „მემარცხენეც“ ყოფილა. მისი პირწავარდნილი ფაშისტების და რუსეთუმეების კოალიცია თურმე ნუ იტყვით და, ევროპული ტიპის მემარცხენე კოალიცია ყოფილა. სატირალი იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს, თუმცა მე არც ვტირი და არც მეცინება. მე ბრძოლას ვაპირებ. მსურს, რომ არჩევნების გზით პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმრო კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველა მის გროშებზე სულგაყიდულ ვირთხასთან თუ „კარგ ადამიანთან“ ერთად (ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ა. შ.). თქვენც იგივეს გირჩევთ. დაიცავით „არასრულფასოვანი“ ადამიანების (ანუ თქვენი/ჩვენი, ყველას) სიცოცხლე. დაიცავით, სანამ ძალიან გვიანი არ არის თქვენთვის.



საბი ბერიანი. ფოტო: Planettransgender.com

08.08.2015

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten