გაიღიმეთ, ფარული კამერა

იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი პირების სექსუალურ აქტს აკვირდებოდა, მე დიდი ხნის მანძილზე აქტიურად ვწერდი. მე ვწერდი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ფასადური ლიბერალიზმის მიღმა უმკაცრესი ულტრაკონსერვატიული და არქაისტული შეხედულებებით მოქმედი ხალხი იდგა, რომ დეკლარირებული კურსი სექსუალური თავისუფლების დაცვისა მხოლოდ სიცრუე და საზარელი ფარსი იყო, და რომ ხელისუფლება, რომელიც საწოლში მყოფ მეუღლეებს უთვალთვალებდა და ვიდეოკამერით იღებდა, შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყოფილიყო პროდასავლური და ანტისექსისტური. ახალი ხელისუფლების მოსვლამ დაადასტურა ჩემი ნათქვამის სიმართლე.

ზუსტად ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში, საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებით ჩამორჩენილ და პრიმიტიულ ნაწილში დღემდე აქტიურად ქილიკობენ არათუ არაოფიციალური პარტნიორების, არამედ მეუღლეების შესახებ და საჯაროდ განიხილავენ იმას, თუ როგორი სექსი შეიძლება ჰქონდეთ მავანთ და მავანთ. საქართველო შესაძლოა ერთადერთი ქვეყანაც კი იყოს, სადაც ათწლეულების მანძილზე ოფიციალურ ქორწინებაში მყოფი პირებიც კი ვერ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, ერთმანეთთან სულ ოდნავ თავისუფალი სექსით მაინც დაკავდნენ და წარმოიდგინეთ, ეს ხდება ევროპის კონტინენტზე, კონტინენტზე, სადაც იგივე მაგალითად, გერმანიაში ან საფრანგეთში 15 წლის ასაკის როგორ მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის არასრულწლოვნების დაახლ. 30 % ერთხელ მაინც ჰქონია ჯგუფური სექსი ან ფიქრობს მასზე, ამავე ასაკის პირების 80 %-ზე მეტს აქვს რამდენიმე სექსუალური სათამაშო და 10-ზე მეტ პარტნიორთან ყოფნის გამოცდილება, ორალური და ანალური კავშირები, მოსახლეობის მეოთხედს მაინც, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია სექსი საკუთარი სქესის ადამიანებთან და ა. შ. მე გეკითხებით თქვენ: შესაძლოა, ადამიანის ჩაგვრა და ბარბაროსული, ჭეშმარიტად ქვის ხანის პრიმიტივიზმი ამაზე შორს წავიდეს, რომ ისედაც შეშინებული, უკიდურესად დაკომპლექსებული პოსტსაბჭოთა ადამიანის "სექსი" ვიდეოკამერით გადაიღო და ამ "სექსის" ამსახველი კადრები ინტერნეტით ანონიმურად გაავრცელო? სად ვცხოვრობდით ამ 9 წლის მანძილზე, ვინ იყვნენ ესენი, რა ხალხი იყო, სად გაიზარდნენ, რომელ ჯურღმულებში? დავიჯერო, დასავლეთში ცხოვრების პერიოდში ბევრ მათგანს ცხენების და ვირების მოვლის მეტი მართლა არაფერი უკეთებია? მე მართლა ვერ ვხვდები, რანაირად შეიძლება, ადამიანმა ხანგრძლივად იცხოვრო ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის, აშშ-ს, ავსტრალიის ან სხვა რომელიმე ცივილიზებული ქვეყნის დიდ ქალაქში და იქიდან დაბრუნებულს თავში აზრად მოგივიდეს, რომ ასეთი გაუბედურებული ქვეყნის უბედური და საოცრად დაჩაგრული ადამიანების საცოდავი "პირადი ცხოვრება" ვიდეოკამერით გადაიღო მათივე "კომპრომეტირების" მიზნით. რა უნდა ვუწოდო ამას, მე უბრალოდ არ მესმის, ვერ ვხვდები, რა ამოუხსნელ ფენომენთან გვაქვს საქმე, მართლა ვერ ვხვდები.

სექსი არის ყოფიერების სულ სხვა განზომილება, სექსში ადამიანი ძალიან ხშირად ავლენს საკუთარ თავს საპირისპირო კუთხით. ადამიანი სექსში ის კი არ არის, ვინც ის სინამდვილეშია (როგორც ამას სამწუხაროდ ბევრი დღემდე ფიქრობს), არამედ ის ხშირად (თუმცა არა ყოველთვის) საკუთარი თავისგან, საკუთარი "მე"-სგან სრულიად საპირისპირო ადამიანი ხდება. ამიტომ ადამიანის სექსუალური ცხოვრების ყოველდღიურ ასპექტში გადმოტანასა და ვინმეს სექსის ჩვეულებრივ, ყოველდღიურ კონტექსტში დამამცირებელ განხილვაზე დიდი სიველურე, პრიმიტივიზმი და ინტელექტუალური დეფიციტი სამყაროში არ არსებობს. მხოლოდ უმდაბლესი კულტურის და შეგნების მქონე ადამიანს შეუძლია გააკეთოს ეს. კი, ძალიან ბევრ ქალს სურს იყოს სექსში დევოტური, დამცირებული და შეურაცხყოფილი, ზუსტად ისევე, როგორც ძალიან ბევრ მამაკაცს სურს, იყოს დომინანტური, და ის, რომ ქალი რადგან სექსში ხშირად დევოტურია ის ამ ცხოვრების მონა და არასრულფასოვანი ადამიანი უნდა იყოს, არის უკიდურესი სიველურე და ყველაზე რადიკალური ბარბაროსობა. არ შეიძლება და დაუშვებელია სექსუალური ურთიერთობების სპეციფიკის ყოველდღიური ცხოვრების სპეციფიკასთან მიბმა-მისადაგება. არ შეიძლება ქალი ან ჰომოსექსუალი თუნდაც სულ ოდნავ მაინც დავამციროთ, თუნდაც დავინახოთ, რომ მას სახე სპერმით აქვს სავსე და პარტნიორებს სთხოვს, რომ ის რაც შეიძლება მაგრად გაჟიმონ. ეს სულ სხვა სივრცეა, სულ სხვა განზომილებაა, სულ სხვა რეალობა, ჩვენ უნდა გვეყოს ელემენტარული კულტურა და ასეთ პიროვნებებს გონიერი და სწორად მოაზროვნე ადამიანის თვალით შევხედოთ. ის ფაქტი, რომ მე სექსუალური კულტურის ამ ელემენტარულზე ელემენტარულ საკითხზე ლაპარაკი მიწევს, თავისთავად უკვე ძალიან ცუდია და მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დაბალია საქართველოში არამხოლოდ სექსუალური კულტურის, არამედ ზოგადად კულტურის დონე. ეს არის სექსუალური კულტურის ანბანი, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამას არავის ასწავლიან, იქ ეს საერთო კულტურის და ტრადიციების ელემენტარული სფეროა, ამაზე საზოგადოებაში ისეთივე სრული კონსენსუსი არსებობს, როგორც მაგალითად იმაზე, რომ ადამიანის ხორცის ჭამა არ შეიძლება. სიტყვები არ მყოფნის, იმდენად ამაზრზენია, რომ ჯერ ბრტყელ-ბრტყელს ლაპარაკობ, თითქოს უმცირესობათა დამცველი და ლიბერალური დემოკრატიის შუქურა ხარ და ამის პარალელურად აკეთებ სრულიად საპირისპიროს და ადამიანების პირად ცხოვრებას ფირზე იწერ, რათა ინტერნეტში მყოფ ვიღაც უკულტურო პრიმიტივებს და სრულიად უცნაური მენტალობის მქონე, ამაზრზენ, ველურ მარგინალებს საქილიკო თემა მისცე, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებდა. ივანიშვილის ხელისუფლება ამას არასოდეს გააკეთებდა, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მის ხელისუფლებას ეს ჩაედინა. მე ისევდაისევ ყველას მინდა მოვუწოდო: ნუ ამცირებთ ქალებს და ლგბტ ადამიანებს! აბსოლუტურად სულერთია, ვინ როგორი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს! ყველას აქვს სექსის უფლება! ადამიანის სხეული მხოლოდ მისი ნებაა! ნუ ცდილობთ, ადამიანები მათი პირადი ცხოვრების მიხედვით დაჰყოთ "კარგ" და "ცუდ" პიროვნებებად! მონოგამია და "სექსი" ერთსადაიმავე მოკრძალებულ და მორცხვ პოზაში არ ნიშნავს წესიერებას, მე მეტსაც გეტყვით: რაც დრო გადის და ადამიანი რაც უფრო თავისუფლდება წნეხისგან, ის სულ უფრო თავისუფალი ხდება სექსში და მას სულ უფრო მეტ პარტნიორთან უჩნდება მრავალფროვანი პირადი ცხოვრების ქონის მოთხოვნილება, ამაზე უამრავი სამეცნიერო კვლევა და უამრავი სტატისტიკური მონაცემი არსებობს, ასე რომ წესიერების შეფასება ჰეტეროსექსუალობის, მონოგამიურობის და ერთსადაიმავე პოზაში სექსის ქონის ნიშნით უდიდესი უკულტურობის მაჩვენებელია, მითუმეტეს, რომ როგორც უკვე ვთქვით, სექსუალური ცხოვრების მიხედვით სრულებით ვერ შეაფასებთ, ვინ როგორი ადამიანია.



სალვადორ დალი. აპარატი და ხელი

06.05.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten