თანამედროვე მონობა

ხშირად ყველაზე ძალმოსილი ადამიანები სექსში ყველაზე დევოტურები არიან. ძველ რომში "მაღალი" წრის ქალები თავად ირჩევდნენ სექსში დაკუნთულ გლადიატორებს, რომლებთანაც ეს ქალები უკიდურესად დევოტურები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი თითის ერთი დაქნევა კმაროდა ამ გლადიატორების დასახოცად. ქრისტიანობამ იმდენად მოწამლა ადამიანების ცნობიერება, რომ ჩვენ ძველი რომის დონესაც კი ვერ ვუახლოვდებით და დღეს ქართველი ქალები იმაზე ათასჯერ უფრო დაჩაგრულები არიან, ვიდრე რომაელი ქალები იყვნენ ამ 2300 წლის წინათ და მითუმეტეს, დღეს არიან. 2300 წლის წინ რომაელ ქალებს ამ ელემენტარულის უფლება მაინც ჰქონდათ: მათ შეეძლოთ სექსის გამიჯვნა ძალაუფლებისაგან და კომპლექსები ნაკლებად აწუხებდათ, როცა ვიღაცასთან დევოტურები იყვნენ. აი, ქართველ ქალებს კი აწუხებთ ეს კომპლექსები, აწუხებთ იმიტომ, რომ მათი სოციალური სტატუსი უკიდურესად დაბალია და ისინი სექსისტურ გარემოში იმყოფებიან. სექსიზმი ძირითადად არის სექსუალური აქტის მიმართ სექსისტური, განმაზოგადებელი, სექსუალური ეთიკის ყველაფერზე განვრცობადი, პაუშალური დამოკიდებულება. ძველ რომში მონა ნივთი იყო, ამიტომ რომაელ ქალს არავინ შერისხავდა, რაღაც ნივთით დაეკმაყოფილებინა საკუთარი ვნებები. უკიდურეს შემთხვევაში, უბრძანებდა საკუთარ მონას, რომლის მეშვეობითაც ვნებებს იკმაყოფილებდა, გაჩუმებულიყო და ეს მონაც ხმას არ ამოიღებდა. მონათმფლობელობა ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ მონათმფლობელური წყობა სჯობია იმ იდიოტურ "თანასწორობის" პრინციპს, რასაც მე თანამედროვე საქართველო მთავაზობს, სადაც ჩვენ ამ პრინციპს ყველაფერი ადამიანური ვანაცვალეთ და ამიტომაც საბოლოოდ ვერც თანასწორობა მოვიპოვეთ. მე მსურს ადამიანურობა პლუს თანასწორობა, რათა აღარავის გაუჩნდეს მონების ყოლის ან/და მონობის სურვილი.

ძველ რომში წახვიდოდი ბაზარში, იყიდდი მონას და რაც გინდოდა, იმას გააკეთებდი მასთან. ძველ რომში ვიღაც მაინც იყო ბედნიერი, საქართველოში კი ყველა უბედურია. აქ ყველა მონაა. აი, ეს შედეგი მოგვიტანა "თანასწორობის" იდეის ვერ-გაგებამ და სწორედ ამ ვერ-გაგებამ დაამყარა უსაზარლესი ტოტალური მონობა, რომლის ანალოგი არ ახსოვს კაცობრიობას. თანამედროვე ქართველი ძირითადად უკვე ვიღაცის მონა კი აღარ არის, არამედ, რაც ყველაზე უფრო საშინელია, რაღაცის მონა, და ეს "რაღაც" იმდენად მრავალსახოვანია, იმდენ ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელ ქაღალდშია შეხვეული, იმდენად რაფინირებული და დახვეწილია, რომ უდიდესი შესაძლებლობების მქონე ადამიანებსაც კი ძალიან უჭირთ მასთან ბრძოლა. პირადად მე მასთან ბრძოლაში სრულიად უსუსური ვარ მითუმეტეს, რომ ამ რაღაცის, ამ უსაშველო კოსმოსური მონსტრის წინაშე სრულიად მარტოდმარტო ვდგავარ და დანარჩენი ადამიანები ხელის შეშლის მეტს არაფერს მიკეთებენ, თითქოს ხელი რომ არ შეეშალათ, მარტოდმარტო შევძლებდი მასთან გამკლავებას.

სიმართლეა, რომ თითქმის არ არსებობს მუდმივად აქტიური და დომინანტური, ზუსტად ისევე, როგორც თითქმის არავინაა მუდმივად პასიური და დევოტური. სამწუხაროდ მე არ მყავს კარგი დევოტური პარტნიორები. ამიტომ იძულებული ვარ, მუდმივად ვიქვითინო და კედელს ვახალო თავი იმის გამო, რომ ჩემი ბოლომდე არავის ესმის. ეს კონკრეტულად ვინმეს ბრალი კი არ არის, არამედ რაღაცის. ამ რაღაცას ზოგი პატრიარქატს უწოდებს, ზოგი რას, ზოგი რას, არადა ეს რაღაც გაცილებით უფრო მეტია იმაზე, რაც მხოლოდ ცალკეული სიტყვებია. პირადად მე დევოტური და პასიური რომც ვიყო, ამას ვერავის გავუმხელდი. ამიტომ მე მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ერთი წამითაც არ სურთ, ბრბოს თვალში იყვნენ დევოტურები და პასიურები. საქართველოში რაც დრო გადის, განთავისუფლების ნაცვლად ხალხი მონობის სულ უფრო დიდ და სულ უფრო რაფინირებულ ხლართში ეხვევა; მიმდინარეობს ადამიანების რობოტიზაცია როგორც თანამედროვე (პიარ)ტექნოლოგიების, ასევე ტრადიციული ინსტიტუტების მეშვეობით.



ფოტო: Alles Schall und Rauch

14.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten