მაფიის არსი

ყოველთვის, როცა საქართველოზე ვფიქრობ, თავში ერთადერთი კითხვა მიტრიალებს: რატომ??? რატომაა ეს ქვეყანა ასეთი ცუდი, რატომ ვარ იძულებული, მთელი ცხოვრება გავურბოდე მას? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიპოვია. დღეს დილას ოვიდიუსის "სატრფიალო ლირიკას" ვკითხულობდი. "ის მებრალება, ვისაც მარტო სძინავს," ამბობს ოვიდიუსი. ოვიდიუსმა ეს იცოდა დაახლოებით 2000 წლის წინათ, იცოდა, თუ რა სატანჯველს შეიცავს მარტო ძილი, ქართველებს მაშინაც მარტო ეძინათ და დღესაც მარტო სძინავთ -- სძინავთ აუღელვებელი, სიკვდილისებური ტკბილი ძილით, სძინავთ მარტო და აზრადაც კი არ მოსდით, თუ როგორ ნადგურდებიან, როგორ იღუპებიან ყოველდღიურად, გათითოკაცებულები და ყველასაგან, მთელი სამყაროსაგან მოწყვეტილები. სიყვარულს მოკლებული, სიძულვილით დაავადებული ერი ბოლო 800 წლის მანძილზე სულ უფრო პატარავდება, ჩანაგდება და ნადგურდება, ხოლო საშველი არსაით ჩანს; ზოგი ამაოდ ეძებს საშველს ნარკოტიკებში, ზოგი -- ალკოჰოლში, ზოგი -- ეკლესიის წიაღში, ზოგი კი "ქართული ოცნების" თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კალთის ქვეშ, ყოველთვის სულ ტყუილად. ამ ხალხმა ხომ არ იცის, რომ მათი პრობლემა მათივე ცრურწმენებია.

დილას გავიღვიძე და დიდხანს ვფიქრობდი. ვფიქრობდი იმ უსაშველო საშინელებაზე, რასაც საქართველო ჰქვია. გერმანიაში წასვლამდე კიდევ დიდი დრო მრჩება, მანამდე საქმეები უნდა მოვაგვარო, და იძულებული ვარ, კიდევ რამდენიმე თვე მოვიცადო. ეს რამდენიმე თვე რამდენიმე ათასწლეულად იქცა ჩემთვის. დღეები, საათები, წუთები, წამები მაწამებენ. "რა გაძლებს კიდევ რამდენიმე თვეს აქ, ამ საშინელებაში?!" ვფიქრობ ჩემთვის და სასოწარკვეთილი ზრახვა მიპყრობს, სიყვარული ავუხსნა რომელიმე ქართველ ქალს. აქ კი მე უკვე ვჩერდები. ვიცი, თუ რა ამაოა, გქონდეს საქართველოში ასეთი განზრახვა, რომ ვერავინ გამიგებს და მხოლოდ დაცინვის ობიექტი გავხდები. ეს მე უთვალავჯერ ვცადე და უთვალავჯერ ავუხსენი სიყვარული ქართველ ქალებს, მათგან კი დაცინვისა და ზიზღნარევი სიბრალულის მეტი არაფერი მიმიღია პასუხად. ქალი და მამაკაცი საქართველოში ხომ მაშინაც კი არ მეგობრობენ, როცა ერთმანეთის მეუღლეები არიან (მე შეგნებულად არ ვამბობ სიტყვას "ცოლ-ქმარი," როცა ქართულ ენაში ასეთი დიდებული სიტყვა არსებობს, სიტყვა "მეუღლე"), მე კი სწორედაც რომ პირველ რიგში მეგობრობა მინდა ქართველ ქალთან. ერთი მეგობარი მაინც რომ მყავდეს, მეგობარი ნამდვილი გაგებით, საქართველოში დავრჩებოდი, დავრჩებოდი და აზრადაც კი არ მომივიდოდა აქედან წასვლა (თანაც აუცილებელი სულაც არ არის, ეს მეგობარი განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველი ვარ), მაგრამ ეს შეუძლებელია: საქართველოში ყველაზე გულმხურვალე შეყვარებულებიც კი რაღაც ეტაპის გავლის შემდეგ ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცევიან და ერთმანეთთან უსასრულოდ ჩხუბობენ ხოლმე; ისინი ამცირებენ ერთმანეთს და ერთმანეთის სიცოცხლის წლებს. საქართველოში უამრავი მილიონიც კი არ არის საკმარისი, რათა კარგად იცხოვრო, აქ ყველა ერთმანეთზე უარესად ცხოვრობს; საქართველო ნამდვილად არის თანასწორთა ქვეყანა -- აქ ყველა ერთნაირად უბედურია, აქ ყველას ფეხებზე ჰკიდია შენი სოციალური სტატუსი. მერე რა, რომ ცნობილი პიროვნება ხარ, სულერთია, ნობელის პრემიის ლაურეატი ხარ თუ მეღორე, ქართველები ერთნაირად გექცევიან, და ყველაზე უგუნური და უსაქმური არსებაც კი შეეცდება, ჭკუაზე დაგარიგოს, საკუთარი უპირატესობა დაგიმტკიცოს, გაგაქილიკოს, დაგცინოს, შენი ნაშრომ-ნაღვაწი არარაობად წარმოაჩინოს... გერმანიაში გიჟდებიან ცნობილ ადამიანებზე, -- მწერლებზე, რომლებიც კარგად წერენ, მსახიობებზე, რომლებიც კარგად თამაშობენ, რეჟისორებზე, რომლებიც კარგ სპექტაკლებს დგამენ, იქ ყველა ახალი გამოქვეყნებული წიგნის შემდეგ გრძნობ, როგორ იცვლება ხალხი თვალსა და ხელს შუა, იცვლება უკეთესობისაკენ -- უფრო ადამიანური, მოსიყვარულე, ტოლერანტი და პატიოსანი ხდება, აქ კი... აქ, ამ საშინელებაში თვით უმცირეს ექსპერიმენტსაც კი არავინ გაპატიებს, თვით ყველაზე მცირე ორიგინალობის გამოჩენა ცოცხლად დასამარებას უდრის, აქ ყველაფერი რაღაც ერთხელ და სამუდამოდ დადგენილ თარგსა და შაბლონს უნდა შეესაბამებოდეს. ამიტომ გასაოცარი იმაში არაფერია, რომ ქართველებს არც სიმდიდრის დაგროვება სურთ, არც იმის სურვილი აქვთ, ცნობილები და წარმატებულები გახდნენ, მათ იციან, რომ სიმდიდრე და პოპულარობა მათ ცხოვრებაში არსებითად არაფერს შეცვლის უკეთესობისაკენ (და ვინ იცის, შეიძლება, პირიქით, უარესობისკენაც კი შეცვალოს). თუ გერმანიაში მაღალი სოციალური სტატუსი იმის გარანტიას იძლევა, რომ კარგი სექსი გექნება და კარგი ადამიანური ურთიერთობები, აქ კარგი სექსი და ადამიანური ურთიერთობები მაშინაც კი არ გექნება, თუ ნობელის პრემიის ლაურეატი ხარ, ატომის ფიზიკოსი, რომელიც 7 ენაზე ლაპარაკობს, პრეზიდენტი ან მილიარდერი. ქართველები მართლაც აბსოლუტურად "უანგარო" ხალხია და ეს არის სწორედ ამ ხალხის უბედურება. მე სულაც არ მიკვირს, სააკაშვილი რომ ბათუმის აუზზე ისტერიკაში ჩავარდა და საკუთარ საყვარლებს ცემა დაუწყო. ამ კაცს მართლაც არ გააჩნია რაიმე ძალაუფლება, მისი ძალაუფლება საზარელი ფიქციაა, უკანასკნელ გერმანელ 14 წლის თინეიჯერსაც კი მასზე ათიათასჯერ მეტი ძალაუფლება აქვს, ის ძალაუფლება, რასაც რეალური ძალაუფლება ჰქვია. საქართველოში თუ ვინმეს აქვს ძალაუფლება, ეს პატრიარქია, მაგრამ ის ბერია და თავად აირჩია ასკეტური ცხოვრება, ერისკაცისათვის კი, ვისაც ბერული მიდრეკილებები არ აქვს და ფუფუნება და ხორციელი და სულიერი ნეტარება უყვარს, საქართველოში ცხოვრება ნამდვილი სატანჯველი და ჯოჯოხეთია. საქართველოში ცხოვრება სატანჯველი არ არის მხოლოდ ილია მეორისა და ბიძინა ივანიშვილისათვის. გასაოცარია, რომ ქართველებს ყველაზე უკეთესები მათ შორის ყველაზე მეტად სძულთ და ყოველთვის ნაძირალებს უჭერენ მხარს, იმ ნაძირალებს, რომლებსაც სურთ, ქართველი ქალები თავშალებში გამოახვიონ და ქვეყანა ორთოდოქსულ ირანად გადააქციონ. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის დროშების გამოფენა წმინდა წყლის დემაგოგიაა. სააკაშვილმა ეს იცის და ამიტომაა გამწარებული ამ კაცზე, ამიტომაა გამწარებული ქართველ ხალხზე, რომელსაც შავი და თეთრი ვერ გაურჩევია, მაგრამ მე მას მოვუწოდებ, მეტი დაკვირვებით შეხედოს სინამდვილეს თვალებში. აი, მე მაგალითად, ქართველი ხალხი სულაც არ მძულს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები უსაშინლესები არიან, მე მესმის, რომ მათ აკლიათ განათლება, შეუძლებელია, 100 ლარიანი ან თუნდაც 1000 ლარიანი ხელფასის მქონე პედაგოგმა კარგად ასწავლოს ბავშვებს სკოლაში. ჩვენ ამას მას ვერაფრით ვაიძულებთ. შეუძლებელია ბავშვმა წელიწადში 500-ლარიანი ვაუჩერით კარგი განათლება მიიღოს, მითუმეტეს, რომ ეს თანხაც ხშირად არაეფექტურად იხარჯება. თანაც მხოლოდ სასკოლო 12 წლიანი განათლება საკმარისი არ არის, რათა პიროვნება პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მითუმეტეს, რომ ეს განათლება პროპაგანდისტულია და დაშორებულია ჭეშმარიტებას. აუცილებელია, ჯერ ერთი, უმაღლესი განათლებაც საბოლოოდ ისევე სავალდებულო გახდეს, როგორიც საშუალო განათლებაა, მეორე -- განთავისუფლდეს განათლება კლიშეებისაგან და ჭეშმარიტების სამსახურში ჩადგეს, და მესამე: ავამაღლოთ პედაგოგების კვალიფიკაციისა და ცხოვრების დონე! შეცდომაა ფიქრი იმაზე, რომ განათლების სფეროში რეპრესიული მანქანით რაიმეს გავხდებით. დღეს საშუალო სკოლის პედაგოგი იძულებულია, სერთიფიცირება გაიაროს, რის გარეშეც ის სამუშაო ადგილს დაკარგავს. ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. ამ ადამიანებმა უკვე ჩააბარეს სახელმწიფო გამოცდები და კიდევ სხვა უამრავი გამოცდა, ჩვენ ამ ადამიანებს ინტენსიური ტრეინინგები უნდა ჩავუტაროთ სახელმწიფოს და არა მათივე ხარჯზე. ამ ყველაფერს განსაკუთრებული ფინანსები სჭირდება, ხოლო თუ ფინანსებს არ ჩავდებთ, დავრჩებით ისეთივე ბნელ და უვიც ქვეყნად, როგორიც დღეს გვაქვს, საზარლად ჩამორჩენილ, ბნელ ქვეყნად, უსამართლო და პატიებისა და სიყვარულის უნარს მოკლებული ხალხით. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს ლიტერატურისა და თეატრის, კინოს განვითარებას, ლიტერატურა, კინო და თეატრი უნდა განთავისუფლდეს პროპაგანდისტული წნეხისაგან და სიმართლის სამსახურში ჩადგეს. ჩვენ უნდა გვერჩიოს, მწერლებმა, რეჟისორებმა და სცენარისტებმა გვაგინონ, ვიდრე დაუმალონ ხალხს ჭეშმარიტება მხოლოდ იმისათვის, რომ ჩვენ არ გავღიზიანდეთ და მათი საყოველთაოდ აღიარების ერთადერთი წინაპირობა მათი ნიჭიერება უნდა იყოს და არა რომელიღაც იდეოლოგიური თუ პროპაგანდისტული შაბლონების მიმართ ერთგულება. კულტურა და განათლება უნდა გახდეს ქვეყნის სტრატეგიული დარგები. ჩვენი ყოფნა-არყოფნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განთავისუფლდება ქვეყანა ბოლშევიკური ცნობიერებისაგან, რამდენად სწრაფად დაადგება ის განვითარების გზას. ჩვენ ნათლად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ განათლება და კულტურა მხოლოდ ფულის საშოვნელად კი არ არის საჭირო, არამედ კარგი ცხოვრებისათვის, კარგი ცხოვრება კი მხოლოდ ფულით არ მიიღწევა! რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მისთვის ცხოვრება სულ უფრო საინტერესოა, ლამაზი და მრავალფეროვანი, განათლება უკვე თავისთავად არის სიმდიდრე, განათლება თავისთავად არის კეთილდღეობა! მე სულაც არ ვაჭარბებ, როცა ვამბობ, რომ დღეს 14 წლის გერმანელი თინეიჯერი შეუდარებლად უკეთესად ცხოვრობს-მეთქი, ვიდრე მილიარდერები საქართველოში, რომლებიც ადამიანური ურთიერთობების უსაშინლეს დეფიციტს განიცდიან ყოველდღიურად! დემოკრატია, საყოველთაო განათლების სულ უფრო მაღალი დონე, საყოველთაო კეთილდღეობის სულ უფრო მზარდი დონე, ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორობა ცხოვრების ყველა ასპექტში, სექსუალური და სხვა უმცირესობების ადამიანური აღქმა მხოლოდ უმრავლესობისათვის კი არ არის კარგი, არამედ კარგია უკლებლივ ყველასათვის და გაუნათლებლობა და სიღარიბე ყველა ჩვენთაგანის პრობლემაა, ეს ჩვენ ყველას გვაუბედურებს, უკლებლივ ყველას.

ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ მე მოტივაცია არ გამაჩნია, ხელისუფლებაში მოვიდე. იმისათვის, რათა მდგომარეობა უკეთესობისაკენ შემეცვალა და საქართველო ოდნავ მაინც დამემსგავსებინა განვითარებული ქვეყნისათვის, მე მომიწევდა ძალიან ენერგიული რეფორმების გატარება, ეს კი პირველ რიგში სწორედ იმ ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, ვისაც ამ რეფორმების სიკეთით უნდა ესარგებლა; ამის გამო მე მომიწევდა განსაკუთრებული თანხების ჩადება სპეცრაზმის, უშიშროების, ძალოვანი და რეპრესიული სტრუქტურების გასაძლიერებლად, რაც განათლებისა და კულტურის სფეროებს მოაკლდებოდა და საბოლოო ჯამში ბევრს ვერაფერს გავაკეთებდი კარგს. ამიტომ მე ჯერჯერობით მირჩევნია (მითუმეტეს, რომ არსებით მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ ხალხის მხრიდან!), დავრჩე მწერლად, განუწყვეტლივ გავაუმჯობესო და დავხვეწო ჩემი ენობრივი სტრუქტურები, რათა ჩემს ნაწერებს სულ უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდეს, მაგრამ მეორეს მხრივ ქვეყნის განვითარება-მოდერნიზაცია მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია ყველა თქვენთაგანზე, ყველა ჩემს მკითხველზე, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ჩემს გზასა და დანარჩენ გზებს შორის, არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის. მესმის, თუ რა რთულია ებრძოლო წარსულის ცრურწმენებს საკუთარ თავში, მაგრამ ჩვენ, ყველამ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა გავუსწოროთ თვალი მწარე სიმართლეს -- რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე კეთილი, განათლებული და კულტურული ხალხით დასახლებული ქვეყანა კი არ არის, არამედ უსაშინლესი ქვეყანა, სადაც ელემენტარული ადამიანური და გულწრფელი ურთიერთობების დეფიციტია; ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში უფრო თბილი ხალხი კი არ ცხოვრობს, ვიდრე გერმანიას, ამერიკას, ისლანდიასა და საფრანგეთში, არამედ ძალიან ცივები ვართ, ამ ქვეყნების მაცხოვრებლებზე შეუდარებლად უფრო ცივები და ეგოისტურები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უამრავი ნაკლი გვაქვს და ვეცადოთ, გავნთავისუფლდეთ ამ ნაკლოვანებებისაგან რაც შეიძლება სწრაფად. შეხედეთ, როგორ მოახერხა ეს გერმანიამ! გერმანია ერთ დროს ჰიტლერის ქვეყანა იყო, სადაც განსხვავებულ ადამიანებს -- ებრაელებს, ჰომოსექსუალებს, ბისექსუალებს, ქალებს, რომლებიც თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობდნენ, დევნიდნენ და გაზის კამერებში გუდავდნენ, დღეს კი გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და მაღალკულტურული ქვეყანაა, უზომოდ კეთილი და მოსიყვარულე ხალხით, რომლებიც ყოველდღიურად სულ უფრო ვითარდებიან და სულ უფრო კეთილები, ადამიანურები და მოსიყვარულეები ხდებიან. საქართველოს პლატინის ასიათასტონიანი ასტეროიდი რომ დაეცეს და უცებ საქართველო მსოფლიოში უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცეს, ხოლო გერმანია რაღაც უბედურების ძალით იმდენად გაღარიბდეს, რომ 200 გრამ შავ პურს ტალონებზე ძლივს არიგებდნენ, უდიდესი სიხარულით მე მაინც გერმანიაში ვამჯობინებდი ცხოვრებას იმიტომ, რომ იქ შეუდარებლად მეტი კულტურაა, შეუდარებლად მეტი სიყვარულია. მე ამას უდიდესი გულისტკივილით ვამბობ. მე გული მტკივა, საშინლად მტკივა გული, რომ ჩემს სამშობლოში, იქ, სადაც ყველა ნაპრალი ჩემი უშუალო წინაპრების სისხლითაა მორწყული, ასეთი საშინელებები ხდება და ამ საშინელებების ავტორი მხოლოდ რომელიმე დამპყრობელი ან ვიწრო პოლიტიკური ჯგუფი კი არ არის, არამედ თვითონ მთელი ქართველი ხალხი. დღეს ყველა ლაპარაკობს, რომ ყველა ოპოზიციონერი გვერდში უნდა ამოვუდგეთ ბიძინა ივანიშვილს და რომ ახლა დრო არ არის ოპოზიცაში განხეთქილების, მაგრამ მე ვერ დავუდგები გვერდში კაცს, რომლისაც არაფერი მწამს. მე მას გვერდში ვერ დავუდგები მხოლოდ იმის გამო, რომ ის ოპოზიციონერია. ჰიტლერი და სტალინიც ერთ დროს ოპოზიციონერები იყვნენ. მხოლოდ ოპოზიციონერობა არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ან რომელიმე ჯგუფი კარგია ან მინიმუმ რეჟიმზე უკეთესი მაინც. ივანიშვილის განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე მე კარგად ვხვდები, თუ რა ბოროტი ზრახვები ამოძრავებს მას. ივანიშვილს თავისი რამდენიმე მილიარდის რამდენიმე ათეულ ან ასეულ მილიარდად გადაქცევა უნდა ქართველი ხალხის დამონებისა და ექსპლუატაციის ხარჯზე. ამაში მე ძალიან მტკიცედ ვარ დარწმუნებული. ივანიშვილს სურს, ხის უღელი მოხსნას კისრიდან მრავალტანჯულ ქართველ ხალხს, რათა რკინის უღელი დაადგას ზედ. მისი ღიმილიანი ნიღბის მიღმა ბნელი გული და წყვდიადით სავსე სული იმალება. თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ ძალიან ჭკვიანები ხართ და ადამიანების ცნობა კარგად შეგიძლიათ. საქართველოში ცხოვრების მრავალი წლის მანძილზე მე კარგად დავრწმუნდი, რომ ქართველებს არაფერი შეუძლიათ იმაზე ცუდად, ვიდრე ადამიანის ამოცნობა. იმისათვის, რათა ადამიანი შეიცნო, განათლება და სექსუალური თავისუფლებაა საჭირო. განათლება საქართველოში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ადამიანური ურთიერთობები, ამიტომ აქ ვერავის დაუახლოვდები, საკუთარ მეუღლესაც კი ვერ დაუახლოვდები ისე, რომ გაიგო, თუ რა სული აქვს მას, გულისკარს აქ არავინ გაგიღებს, მითუმეტეს, რომ აქ ნორმად არის ქცეული არაგულწრფელი ურთიერთობები და საკუთარი თავის საპირისპირო ნიშნით წარმოჩენა (ქართველი ქალები სექსის დროს ისე ოსტატურად ახდენენ ორგაზმის სიმულირებას, რომ მსოფლიოს ის საუკეთესო პორნოვარსკვლავიც კი ვერ აჯობებს მათ, რომელსაც ორგაზმი არასოდეს ჰქონია). ამ ყველაფრის შედეგია, რომ ქართველები მუდმივად ერთმანეთზე უარეს ტირანებს ირჩევენ ლიდერებად. ქართველებს განათლება ხომ არ აქვთ და არა, ცხოვრებისეული გამოცდილებაც აკლიათ და სექსუალურად უმწიფარები და გულუბრყვილოები რჩებიან ცხოვრების ბოლომდე. მე კოლექტიური ცნობიერების ამ მახინჯი სისტემის დანგრევას ვცდილობ იმიტომ, რომ ჩემთვის საქართველო სულერთი არ არის, მე არ შემიძლია, "ფეხებზე დავიკიდო" საქართველო და მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრო გერმანიაში მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაც ჩემს სამშობლოდ მიმაჩნია და საქართველოზე ნაკლებად არ მიყვარს.

ქართველი მამაკაცი არასოდეს შეხედავს სიყვარულით ქალს, რომელსაც სახეზე მისი სპერმა ასხია! ეს გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი პარადოქსი აქ საყოველთაო ნორმად არის ქცეული. სპერმა სახეზე, პირში, მკერდზე თუ სხეულის სხვა ნაწილებზე საქართველოში ქალისათვის უკიდურესად დამამცირებელია. ქალი, რომელიც ამის ნებას მისცემს მამაკაცს, საქართველოში ქალად აღარ ითვლება. ის აქ ყველაზე საბრალო და დაუცველი არსებაა, არსება, რომელმაც თავი სამუდამო სირცხვილისა და მონობისათვის გაწირა. მაგრამ მეც ქართველი მამაკაცი ვარ და ჩემთვის ის მამაკაცი, რომელიც ასეთ ქალებს ამცირებს, სრული არარაობაა, ხოლო თავისუფალ და უშიშარ ქალებს მე ვაღმერთებ. მაგრამ მეორეს მხრივ არც ქართველ ქალებს უყვართ მამაკაცები ისე, რომ მათი პენისები საკუთარ პირებში წარმოიდგინონ. ქართველი ქალისათვის პენისი საზიზღრობაა, ისინი ასე არიან გაზრდილები, სხვანაირად ცხოვრება, სხვანაირი აზროვნება მათ ვერც კი წარმოუდგენიათ (ზუსტად ისევე, როგორც ქართველი მამაკაცი პირით არასოდეს აკმაყოფილებს ქალს). სექსი მათთვის ღორობაა, რომელსაც უნდა მისდიო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის რეპროდუქციისათვის არის საჭირო. ქართველებს ერთდროულად რამდენიმე სექსუალური პარტნიორი ვერ წარმოუდგენიათ. ამ ყოველივეს შედეგად ქვეყანა არის დაყოფილი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილ ჯგუფებად -- კლანებად და ოჯახებად.

თუ გერმანიაში საზოგადოების საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნვის მოტივაციაა ის, რომ ადამიანს საზოგადოების დანარჩენი წევრები სრულიად საფუძვლიანად საკუთარ სექსუალურ პარტნიორებად და პოტენციურ პარტნიორებად მიგაჩნია, მსგავსი ტიპის მოტივაცია ქართველებისათვის სრულიად უცხოა. ქართველები მხოლოდ საკუთარი ვიწრო, კლანური ინტერესებისათვის ზრუნავენ, მხოლოდ შვილებისა და მეუღლეების კეთილდღეობისათვის, ხოლო დანარჩენები მათთვის მტრები არიან, მტრები, რომლებიც უნდა მოატყუო, დაჩაგრო, გაჟიმო... ასეთია ქართული მენტალიტეტის თავისებურებები, კლანურობა და კლანის წიაღში კარჩაკეტილობა ქართველს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი, რაც მუდმივი სამოქალაქო დაპირისპირებების, შუღლისა და კონფრონტაციის უაღრესად სახიფათო ნიშნებს შეიცავს, რის გამოც საქართველო პერმანენტულად ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას. ეს სენი მეტნაკლებად სამწუხაროდ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის არის დამახასიათებელი (ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა), მაგრამ საქართველოში მან საუკუნეების მანძილზე უკიდურესად ველური და ექსტრემალური ფორმები შეიძინა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ქართული მაფია -- "კანონიერი ქურდების" სახით, ყველაზე მრავალრიცხოვანი და კარგად ორგანიზებული მაფია იყო საბჭოთა კავშირში. მიუხედავად ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში გატარებული ენერგიული რეპრესიული ზომებისა ორგანიზებული კრიმინალური სამყაროს ალაგმისათვის, ეს ბრძოლა ფუჭი და შეუსაბამო გამოდგა. შეუსაბამო იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფო კოლოსალურ თანხებს ხარჯავს კრიმინალური და კლანური მენტალიტეტის მქონე ათიათასობით პატიმრის ციხეებში შესანახად, ძალოვანი სტრუქტურების გასაძლირებლად, ხოლო ეს თანხები სამწუხაროდ ისევდაისევ განათლებისა და სოციალურ სფეროებს აკლდება. ჩვენ საუბედუროდ ჯერ კიდევ ვერ შევძელით პოზიტიური სამოქალაქო აქტივობების განხორციელებისათვის საჭირო ეფექტური და რეალური მოტივაციის შექმნა და მე ვშიშობ, რომ მაფიის დუმილი ქარიშხლის დროებით ჩადგომას ჰგავს, რომელიც გაათკეცებული ძალით იფეთქებს ოდესმე. ბრძოლა წარიმართა არა მაფიის არსის წინააღმდეგ, არამედ ერთი მაფიოზურ-კლანური დაჯგუფება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახით, აღიჭურვა რა სახელმწიფო ძალაუფლებით, შეებრძოლა დანარჩენებს მონოპოლიური მდგომარეობის მოსაპოვებლად მსგავსად იმისა, რაც ბოლშევიკებმა გააკეთეს, როცა მოსპეს არა ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრა, არამედ იქცნენ მონოპოლისტ-მჩაგვრელებად საბჭოთა კავშირში. ამიტომ უნდა ველოდეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის გარდაუვალი აღსასრულის შემდეგ ქურდული სამყარო ახალი ძალით აღორძინდება და წამებულის მანტიასაც მოისხამს, თუ, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა საზოგადოებრივი ცნობიერების სწრაფი ტრანსფორმაცია.

საქართველოში დღეს ბევრს ლაპარაკობენ სისტემურ ცვლილებებზე კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, მაგრამ რეალურად კორუფციის დამარცხება გაცილებით უფრო რთული საქმეა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ყველა სისტემას ადამიანები ქმნიან და ვერცერთ ადამიანს აიძულებ, უყვარდეს საზოგადოება, რომელსაც ის არ უყვარს. ეს ბევრს არ შეუძლია. ომისშემდგომ გერმანიას ყოველთვის პრომისკუიტატიური ელიტა მართავდა. ეს ელიტა რაღაც ეტაპზე მიხვდა, რომ მხოლოდ მათი სექსუალური პარტნიორების მიმართ ერთჯერადი დახმარება ფუჭი იყო, ამიტომ საყოველთაო კეთილდღეობის აშენება გადაწყვიტეს. თანამედროვე ევროკავშირი არის ერთი დიდი ოჯახი, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ აღიარებს. ეს ორგანიზაცია სულ უფრო მეტი ინტეგრაციის მზაობას ამჟღავნებს, ევროპა სულ უფრო ინტეგრირებული ხდება. მე მომიწია მეცხოვრა იქ 2003-2004 წლებში და დღეს მე ვხედავ, რომ ახალგაზრდა თაობა, გერმანელი, ფრანგი თუ ესტონელი თინეიჯერები კიდევ უფრო უკეთ არიან ინტეგრირებულები, ვიდრე ეს მაშინ იყო, როცა მე თვითონაც თინეიჯერი ვიყავი, დღეს ევროპაში სექსუალური თავისუფლების დონე კიდევ უფრო მაღლაა ასული, ადამიანებს კიდევ უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი ახალგაზრდა თაობაში, და ეს მაშინ, როცა მთელი ამ წლების მანძილზე საქართველოში მდგომარეობა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა. მე ვშიშობ თვალი გავუსწორო საზარელ სიმართლეს და ვთქვა, რომ ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიებისა და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების "დამსახურებაცაა," რომლებიც გაშმაგებით ცდილობენ აბსურდული და საზოგადოების განვითარებისათვის ხელისშემშლელი "ტრადიციების" დაცვას (ეს უბადრუკი ნაძირლები ჩამორჩენილობას "ტრადიციებად" ასაღებენ!). ხოლო ასეთ საზოგადოებაში კორუფცია მუდმივად იარსებებს და ერთ კორუმპირებულ ელიტას მეორე ჩაანაცვლებს მხოლოდ. ისეთი სექსუალური მენტალიტეტის მქონე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ყველა ერთმანეთის მტერი და კონკურენტია, ადამიანების გაუცხოვება საზოგადოებისაგან და კარჩაკეტილობა კლანის წიაღში აბსოლუტურად ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენს; იმის გამო, რომ კარგი სექსი მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა, ელიტა ცდილობს, დაიტაცოს და მიითვისოს რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე, რათა ფულით გადაჭრას სასიცოცხლო პრობლემები, მაგრამ დღეს ჩვენ უკვე იმ კატასტროფულ ნიშნულს მივადექით, როცა პრობლემების მოგვარება მილიარდებითაც კი შეუძლებელი გახდა. ოთხმოცდაათწლიანმა ბნელ-უკუნეთმა ისეთი თაობები გამოიყვანა, რომლებთანაც სექსის გამო კი არა, ხელის ჩამორთმევის გამოც თავი მოგძულდება ადამიანს (ყველა საბედნიეროდ ასეთი არ არის, მაგრამ ვაი, რომ წესიერი ადამიანები ყველაზე მეტად იჩაგრებიან!). ამ თაობებს ყველაფერი შეუძლიათ სიყვარულის გარდა. ისინი გემოვნების დეფიციტს განიცდიან, მათ აკლიათ განათლება და გამოცდილება, რაც ადამიანურ ურთიერთობებს საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის; ფულით შეიძლება მხოლოდ ადამიანის სხეული იყიდო, მაგრამ მილიარდობით ლარით გემოვნებას, სიყვარულსა და ინტელექტს ამ სხეულში სწრაფად ვერ ჩანერგავ, ამ ყველაფერს ძალიან ხანგრძლივი დრო სჭირდება. მითუმეტეს რომ ჩემი საქართველოში კარგად არ ესმით. ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ ჩვენ, ფემინისტები და ლგბტ-ების უფლებებისა და თავისუფლების დამცველები "შურს ვიძიებთ" და თუ უმრავლესობაში აღმოვჩნდებით, ქალებსა და მამაკაცებს გავაუპატიურებთ. ბევრს სამწუხაროდ რატომღაც ჰგონია, რომ მე ყველა ქალთან შემიძლია, მქონდეს სექსი და მიყვარდეს ის. არადა, საუბედუროდ ამდენს მე სწორედ იმიტომ ვწერ, რომ ქართველ ქალებთან სექსი არ შემიძლია მაშინაც კი, როცა ისინი ამაზე თანახმანი არიან; მხოლოდ მზადყოფნა ჩემთვის საკმარისი არ არის, ჯერ ერთი, მე სულაც არ მინდა, საფრთხეში ჩავიგდო თავი ქართველ ქალებთან სექსის გამო მათი ქმრების, საყვარლების და სხვა ნათესავების მხრიდან, მეორეც, მე სულაც არ მომწონს ქართველი ქალების ამპარტავნული დამოკიდებულება მათ მიმართ, ვისთან სექსსაც ისინი გეგმავენ თუ ახორციელებენ. "მე შენ ცხოვრება შემოგწირე, და რაც არ უნდა მიყიდო სანაცვლოდ, -- მანქანა, იახტა თუ ბოინგი, მაინც სამუდამოდ ვალში დარჩები ჩემთან," -- ასეთები არიან ქართველი ქალები, მე კი მიმაჩნია, რომ სექსი ორმხრივი სიამოვნებაა და თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ მისთვის ეს მსხვერპლია და არა სიამოვნება და ეჭვი ეპარება ჩემს კეთილსინდისიერებაში, სჯობს, საერთოდ არ იქონიოს ურთიერთობა ჩემთან, ვიდრე მერე მთელი ცხოვრება ვალში ვიყო ამის გამო მასთან. ეს არჩევანის საკითხია და არავის აქვს უფლება, ვინმეს საკუთარი აზრი ძალით მოახვიოს თავს. თუ სექსი მქონია ვინმესთან, მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ მას მე უზომოდ ვუყვარდი. ქალი, რომელსაც ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება ჩემში, არ მენდობა, მიაჩნია, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედებს და მე მას "ვიყენებ," არაფერში მჭირდება. ასეთ ქალებთან ურთიერთობა შეუძლებელია და მე ასეთებთან სექსი მაშინაც კი არ მექნება, ათი წელი რომ უკაცრიელ კუნძულზე მარტოდმარტომ გავატარო და ისინი შიშველი დავინახო კუნძულის ნაპირზე. არადა, საქართველოში სწორედ ასეთი ქალები ცხოვრობენ -- მამაკაცთმოძულე ქალები, რომლებსაც მუდმივად ეჭვი ეპარებათ მამაკაცებში, რომლებიც არასოდეს ენდობიან მამაკაცებს, რომლებიც არასოდეს აღმერთებენ მამაკაცებს. ყველა მათი კონტაქტი მამაკაცთან ძალის დემონსტრირებაა, საკუთარი უპირატესობისა და "მსხვერპლის" დამტკიცების მცდელობა, ძალის დემონსტრირებაა ასევე მამაკაცის ურთიერთობა ქალთან და ა. შ. საქართველოში საკმარისია ქალმა ერთხელ გაუკეთოს მინეტი მამაკაცს, რომ მამაკაცი არათუ გააღმერთებს მას, ყველაზე უკანასკნელ არსებად ჩათვლის, და ამ ყველაფერს აბსოლუტურად არავინ აპროტესტებს, ერთადერთი, რასაც საქართველოში აპროტესტებენ, ხელისუფლების საქციელია და ისიც არა ყოველთვის სამართლიანად. ხელისუფლების მიმართ პროტესტს ხშირად უმნიშვნელო და არაარსებითი ხასიათი აქვს უსაფუძვლო თემების გამო. მამაკაცის საქციელს, რომელიც საჯაროდ ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს ქალს, ან ზოგადად ქალთა სქესს, არავინ აპროტესტებს. ხელისუფლება კი დანაშაულს სჩადის ჰომოფობიისა და ქალთმოძულეობის ფარული ხელშეწყობით, რაც ხელს უშლის იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო ოდესმე თანამედროვე, სიყვარულზე დაფუძნებულ ქვეყნად გადაიქცევა.



ფოტო: Getty Images

29.05.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten