სიცილით დამყარებული ინტიმური კავშირები

ტელეგადაცემა "სუბიექტური აზრი," რომელიც 2012 წლის 20 ივლისს გავიდა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში და რომლის შესახებ ახლა მინდა გელაპარაკოთ იმდენად საზიზღარი იყო, რომ სიტყვები არ მყოფნის (არადა, ეს უკვე მერამდენედ ხდება ჩემს ცხოვრებაში!). ჩვენ დღეს ვცხოვრობთ მკვლელების გვერდით, და ეს მკვლელები მხოლოდ ხელისუფლებაში არ არიან მოკალათებულები, ისინი "ოპოზიციაშიაც" მრავლად არიან და მრავალნი ამ მრავალთა შორის ზაზა შათირიშვილი და შალვა რამიშვილი არიან, რომლებმაც იმდენი ბოროტება გააკეთეს თუნდაც მხოლოდ ამ ერთ გადაცემაში, რომ საკუთარი ბოროტებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცნობილ დამნაშავეებსაც კი გადააჭარბეს.

მე არაფერს ვაზვიადებ, მე არ ვქმნი დემონებს, ისინი უკვე არიან დემონები. ეს დემონები ადამიანის გარეგნობის მიღმა იმალებიან და მათ მნიშვნელოვანწილად მიუძღვით ბრალი იმაში, რომ ხალხის დიდი ნაწილი უვიცი და ბნელია, და რომ ხალხის ამ უვიც და ბნელ ნაწილს მისი წევრებისაგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და შეხედულებების ადამიანები ცუდები და ბოროტები ჰგონია. ეს არსებები, ეს ზაზა შათირიშვილი და შალვა რამიშვილი დღეს ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერები არიან, ისინი სიყვარულით არიან განგმირულები ფაშისტური შეხედულებების მქონე, ჰომოფობი და ქალთმოძულე "მეცენატი" მილიარდერის მიმართ, რომელსაც სულაც არ რცხვენია, შეხვდეს ასეთებს და მიიღოს მათგან მხარდაჭერა, რომელიმე მაამებლური გადაცემის (ისეთებისა, როგორიც "ბანანის რესპუბლიკაა") თუ რაიმე სხვა სახით.

"პეტრე პირველის გამეფებამ რუსეთში ის შედეგი გამოიღო, რომ 100 წლის შემდეგ დაბადებულიყო პუშკინი, ჩვენთან კი "ნაცების" ხელისუფლებაში მოსვლამ ის შედეგი გამოიღო, რომ დავით-დეფი გოგიბედაშვილი გვყავს მწერლად, რომლის წიგნები ბრაზილიაში იყიდება," თქვა შალვა რამიშვილმა და ჩაიხითხითა. ამით ამ გადაცემაში მონაწილე სუბიექტებმა პოზიტიურად შეაფასეს რუსეთის ტირანი მეფის, იმპერატორ პეტრე პირველის მმართველობა. მხოლოდ ეს ერთი ფრაზა კმარა ამ გადაცემის არადემოკრატიული არსის დასამტკიცებლად. შალიკო-შალვა რამიშვილმა ასევე თქვა, რომ მისი მმართველობიდან ასი წლის შემდეგ პუშკინის დაბადება პეტრე პირველის დამსახურება იყო. "პეტრე პირველმა პუშკინი მოიყვანა, სააკაშვილმა კი დავით-დეფი გოგიბედაშვილი," თქვა მან დაცინვით, რითაც დანარჩენ ქართველ მწერლებს ხაზი გადაგვისვა, წაგვშალა, თითქოს ჩვენ საერთოდ არც ვარსებობდეთ. ეს იყო რამდენიმე ახალი, ცინცხალ-ცინცხალი სტერეოტიპის დამკვიდრების მცდელობა: პირველი, რომ საქართველოში არის "ერთადერთი ნამდვილი" მწერალი, დავით-დეფი გოგიბედაშვილი და ეს "ერთადერთი ნამდვილი" მწერალიც ძალიან ცუდი მწერალია, ამიტომ ქართველი ხალხი არასრულფასოვანი ხალხია და ის არ იმსახურებს თავისუფლებას. მეორე: მწერალი ასე თუ ისე ყოველთვის არის დამოკიდებული სახელმწიფო წყობაზე, ის პოლიტიკოსებზე დაბალი რანგის პიროვნებაა, მწერალს საკუთარი ნაწარმოებებით არათუ რაიმეს შეცვლა-გაუმჯობესება შეუძლია, არამედ თავად საკუთარ ნაწარმოებებშიაც კი არ მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი, რადგან სინამდვილეში მწერალი კი არ ქმნის კარგ ნაწარმოებებს, არამედ მის მიღმა მდგარი პოლიტიკოსი (თუნდაც 100 წლის წინათ გარდაცვლილი) ქმნის ამ ნაწარმოებებს მწერლის მეშვეობით, და მწერალი უბრალოდ, როგორც დედა ტერეზა ამბობდა, "ფანქარია ღმერთის ხელში," ამიტომ მწერალი საეჭვო პიროვნებაა, ყველა მწერალი ყველა დროში საეჭვო პიროვნება იყო და მომავალშიაც ასე იქნება. და მესამე: არამარტო პოლიტიკოსებზე, მწერალი ჟურნალისტებზე უფრო დაბალი რანგის პიროვნებაც არის, რადგან ჟურნალისტ შალვა რამიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოსმით მოისროლოს ჯანდაბის იქეთ მთელი ქართული თანამედროვე მწერლობა თანაც ისე, რომ არავისი შეეშინდეს. ისევ "ორი კურდღლის დაჭერისა" და "ჭეშმარიტების გამარადისება-უნივერსალიზაციის" მცდელობა. ჭეშმარიტებების აბსოლუტიზაციის მცდელობა. სიბინძურე და ნეხვი. არავითარი ხაზგასმა იმისა, რომ დავით-დეფის გარდა სხვა მწერლებიც არსებობენ, რომ ვარსებობ და ვწერ მე, მათთვის, ამ გადაცემის წამყვანებისათვის ეს პრინციპული საკითხია, პრინციპული საკითხია, რომ ვიღაც, ვინც მათ გვერდით არ დგას (მაგალითად მე, რომელსაც მძულს ბიძინა ივანიშვილი, დაახლოებით ისევე, როგორც სააკაშვილი მძულს), ხალხმა უნდა დაივიწყოს, სამუდამოდ დავიწყებას უნდა მიეცეს იმ ადამიანების სახელი, ვინც გაბედა და "მეცენატი" მილიარდერი (თურმე სააკაშვილის რეჟიმის მოსყიდვისა და ამ რეჟიმის სასარგებლო პიარისათვის წლების მანძილზე გაღებული მრავალმილიონიანი ქრთამი და ხარკი ქველმოქმედება და მეცენატობა ყოფილა) წმინდანად არ შერაცხა და ფეხები არ დაუკოცნა, ისინი "შუაში მდგომებად" ანუ "ფარულ ნაცებად" უნდა ჩაითვალონ, "ელჯიბიტებად," ხოლო დღეს უკვე შალიკოს განმარტების თანახმად სიტყვა "ნაცი" და სიტყვა "ელჯიბიტი" ერთი და იგივეა, ეს სიტყვები აღნიშნავს ყველას, ვისაც სძულს რუსეთის იმპერია, სძულს პუტინი და პუტინთან ერთად რუსი ხალხის ის ნაწილი, რომელიც პუტინს უჭერს მხარს (ანუ ვინც უარყოფითად არის განწყობილი რუსი ხალხის იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ქსენოფობიურად არის განწყობილი და რომელსაც რუსეთის სულ უფრო გაუბედურება უნდა). პრიმიტიული ქვეტექსტი არის ასეთი: საქართველოშიაც ისევე, როგორც რუსეთში, მამაკაცები სცემენ, აუპატიურებენ და ხოცავენ ქალებს, სცემენ და ხოცავენ ეჭვიანობის ნიადაგზე ან სულაც ისე, გართობის მიზნით, და ეს ტრადიციული შეხედულებების მქონე ხალხი, ეს ოჯახის მამ(რ)ები, ჰომოფობები, მკვლელები, გარეწრები, ქალებზე მოძალადეები და ამ მამ(რ)ების, ამ პატრიარქების მოყვარული ქალები (რომლებიც საუბედუროდ დღეს რუსეთში ისევე როგორც საქართველოში მართლაც ბევრია), ოდესმე აუცილებლად გამონახავენ საერთოს მსგავსი განწყობებისა და შეხედულებების მქონე ხალხთან ჩვენს ქვეყანაში." ამ გადაცემაში მყოფმა არსებებმა კარგად იციან, რომ ხალხის დიდ ნაწილს სააკაშვილი საქართველოში მხოლოდ იმიტომ სძულს, რომ სააკაშვილს გააჩნია ადამიანობის რაღაც მცირეოდენი ნაწილი და ნაწილობრივ ამის დამსახურებაცაა, რომ საქართველოში ჰომოსექსუალებსა და ქალებს კოცონებზე არ წვავენ; ხოლო ვინც ჰომოსექსუალებსა და ქალებს კოცონებზე არ წვავს, თურმე "ელჯიბიტი" ყოფილა! თურმე კარგი ადამიანობის, ქართველობისა და სიკეთის გამოხატულება ისაა, რომ ჰომოსექსუალები, ღარიბები და ქალები ვიღაცამ კოცონებზე დაწვას, გაზის კამერებში გაგუდოს ან/და დახვრიტოს ისინი, როგორც ამას ჰიტლერი და სტალინი აკეთებდნენ (სტალინი, რომლის ხსოვნასაც გუნდრუკი უკმიეს ამ გადაცემაში და პოზიტიური შეფასება გამოთქვეს, რომ "სტალინმა სსრკ და საქართველო სექსუალური რევოლუციისა და, შესაბამისად, გახრწნისაგან დაიცვა") და როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი და ვლადიმერ პუტინი გააკეთებდნენ, ამის შესაძლებლობა რომ მიეცეთ. "ვინც ორთოდოქსი არ არის და ტრადიციების დამცველი (ტრადიციებად შალვა რამიშვილის მსგავსები ქრისტიანულ ჩვეულებებს მოისხენიებენ), ის ქართველი არ არის" და "მართლმადიდებლობა ნიშნავს ქართველობას" ლოზუნგებით გამოდის, რომ პუტინს თურმე ქართველები მართლა უყვარს. ამიტომ მასთან დაახლოვებული ბიძინა ივანიშვილი რომ ხელისუფლებაში მოვა, ფორმალურად დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, დაგვიბრუნებს ჩვენი, ანუ ფემინისტებისა და ჰომოსექსუალების წინააღმდეგ აშკარა თუ ფარული რეპესიების განხორციელების მეშვეობით (შალვამ იცის, რომ ამ რეპრესიებით ნათლად დაამტკიცებს ბიძინა, რომ ის "ნაღდი მართლმადიდებელია") და მერე რა, რომ ეს ფიქცია იქნება, ოღონდ რუკაზე გაქრეს შავი ლაქები, ოღონდ საქართველოს ფორმალურად აღუდგეს ტერიტორიული მთლიანობა და ბიძინაზე თქვან, რომ მან ქვეყანა გააერთიანა, სინამდვილეში რომ რუსეთი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებსაც გადასანსლავს დროებით დაკარგულ ტერიტორიებთან ერთად, დაე გადასანსლოს, მათთვის ეს უკვე "სხვა საკითხია," ასეთი ტრადიციული ხალხისათვის ყოველთვის მხოლოდ ფორმალობებს აქვს მნიშვნელობა, მათ ჰყავთ მაგალითად ქალები, რომლებსაც მე და თქვენ ვერ შევეხებით, ამ ქალებთან მათი ნებასურვილის მიუხედავად მე და თქვენ ვერსოდეს გვექნება სექსი, ამ ქალებთან სექსი სინამდვილეში ძალიან დიდი ალბათობით არც შალვა რამიშვილსა და ზაზა შათირიშვილს ჰქონიათ ოდესმე (ანუ ისეთი სექსი, როგორიც ყველა ცივილიზებულ ადამიანს აქვს), მაგრამ ეს ქალები ფორმალურად და "ხალხის თვალში" მათი კუთვნილებაა, მათი საკუთრება (რომ არა ეს "ხალხის თვალი" და ზეწოლა, ისინი საერთოდ უარს იტყოდნენ სექსზე, იმდენად სძულთ ადამიანები), ხოლო ფორმალობა მათთვის მთავარია, ფორმალობა ყველგან და ყველაფერში, როგორც სექსში, ასევე დაკარგულ ტერიტორიებთან მიმართებით, ასე რომ, ჩვენ, ყველა, ვისაც გვიყვარს ცივილიზებული სამყარო, მოწესრიგებული, ადამიანური და ცივილიზებული ურთიერთობები, ყველა, ვისაც გერმანია, ამერიკა, ლიტვა, საფრანგეთი თუ ჰოლანდია ფორმალური და პრაგმატული მნიშვნელობით კი არ გვაინტერესებს, არამედ ჩვენს სამშობლოდ მიგვაჩნია და ისევე შეგვტკივა მათზე გული, როგორც საქართველოზე და ამ ქვეყნებში მცხოვრები ქალებისა თუ მამაკაცების გამოყენება, ხმარება და მიგდება კი არ გვინდა, არამედ გვიყვარს ისინი, განურჩევლად იმისა, მოგვწონს სააკაშვილი თუ არა, "მენტალური ელჯიბიტები" ანუ "ნაცები" ვართ, ხოლო "ელჯიბიტი," სულერთია, მენტალური იქნება თუ როგორი, შალვა რამიშვილის მსგავსების აზრით საშინელებაა და საშინელებაზე მეტი! არათუ სექსი, სექსზე გაფიქრებაც კი ვერ უნდა გაბედოს ვინმემ საკუთარი სქესის ადამიანებთან, რომ არ "შეიმწიკვლოს."

შალვა რამიშვილმა ამ გადაცემაში ცინიკური ღიმილით "მენტალური ელჯიბიტების ხელისუფლება" უწოდა სააკაშვილის რეჟიმს. მისი თაყვანისმცემელი ის ათასობით ბნელი ქართველი, ვინც ამ გადაცემას უყურა, ალბათ არანაკლები სიამოვნებით გაიცინებდა და გულში სააკაშვილის რეჟიმის არადემოკრატიულობას შეუკურთხავდა, რომ "ჩაგრულ" ჟურნალისტ შალვა რამიშვილს პირდაპირ არ შეუძლია "ელჯიბიტების ხელისუფლება" უწოდოს ამ ხელისუფლებას და ზეწოლისა და მუქარის შიშით იძულებულია ამ სიტყვას წინ სიტყვა "მენტალური" დაუმატოს. ამ ხალხის თვალში შალიკო უკვე გმირია, რადგან გაბედა და ეყო სითამამე, "ელჯიბიტი" ეწოდებინა ხელისუფლებისათვის (მართალია ამ სიტყვას სიტყვა "მენტალური" აქვს წასმული ყუაზე, როგორც პურს მჟავე კარაქი, მაგრამ მათი აზრით ამ კარაქის ამჟავება შალიკოს ბრალი კი არ არის, არამედ ხელისუფლების ბრალი და კიდევ ერთი ნიშანი იმის, თუ რა არადემოკრატიულია ეს რეჟიმი, რადგან ჟურნალისტს არ შეუძლია, საჯაროდ უბრალოდ "პიდარასტები" უწოდოს ხელისუფლებას). მისი თაყვანისმცემლების თვალში შალიკო ამით უკვე თანაგრძნობასა და გვერდში დგომას იმსახურებს, როგორც დაჩაგრული კაცი. შალიკოს ამ ჟესტით, ამ ინტიმური სიცილით უფრო მყარი ურთიერთობა ყალიბდება მასსა და ნაცრისფერ მასას შორის). ამ გადაცემით შალიკო უკვე საკმაოდ მყარად ჩაეწერა იმათ რიცხვში, ვისაც უყვარს ქართულ-ორთოდოქსული ეკლესიის პატრიარქი, ვინც აგინებს "პიდარასტებს," იცავს "ქალიშვილობის ინსტიტუტს," მამაკაცური ღირსებისა და თავმოყვარეობის სახელით მზადაა, ამოღერებული მახვილი ჩასცეს ქალს, ვისაც წინათ სიყვარულს ეფიცებოდა, თუ მას სხვა მამაკაც(ებ)თან ან/და ქალ(ებ)თან წაასწრებს, ვინც ოცნებობს 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენასა და იქაურ "ნაშობაზე" და ა. შ. შალიკომ იცის, რომ ისინი იტყვიან: "თურმე შალიკო ჩვენი კაცი ყოფილა! თურმე შალიკო იმიტომ დარდობდა წინათ ქალიშვილობის ინსტიტუტის არსებობაზე, რომ "ელჯიბიტი ხელისუფლება" აიძულებდა ამის გაკეთებას. აი, თურმე რა ვერაგი ხელისუფლება გვყავს! აიაი, საწყალი კარგი კაცი, საწყალი შალიკო აიძულეს, ეთქვა და გაეკეთებინა ის, რისი თქმა და გაკეთებაც არასოდეს უნდოდა." მოკლედ, ცოდვები უკვე გამოსყიდულია, შეკითხვებზე პასუხი გაცემული, ნიჩბები წყალში ჩადებული, მაგრამ ქართველი ტრადიციული მამიკოების გოგოების "გაბოზების" სურვილის გამოთქმა, თუნდაც მტარვალი "ელჯიბიტების" უსაშინლესი ზეწოლის ქვეშ, ამ წესიერი და მოსიყვარულე მამიკოებისათვის იმდენად საშინელი ცოდვაა, რომ შალიკოს კიდევ მრავალჯერ მოუწევს იგივეს გაკეთება და საკუთარი ცოდვების მონანიება. რამდენჯერ? რამდენჯერაც საჭიროა. უთვალავჯერ. ამიტომ შალიკომ უთვალავჯერ უნდა დაამტკიცოს საკუთარი "სინდისი" და ერთგულება ქართული ტრადიციების მიმართ. სტალინი-ივანიშვილისათვის ის ბოლომდე სანდო მაინც არ არის, ივანიშვილიც მამიკოა, მასაც შესტკივა გული და იმის გაფიქრებაც კი შოკში აგდებს, რომ მის გოგოს ოდესმე ვინმესთან შეიძლება ჰქონდეს სექსი, მითუმეტეს არატრადიციული სექსი არატრადიციულ გარემოებებში, სიამოვნება მიიღოს სექსისაგან და არა ბავშვი, ამიტომ შალიკო მაქსიმალურად უნდა გამოიწუროს და თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალური შედეგები აჩვენოს ამ მამიკოს მიერ დაფინანსებულ მულტისერიალებსა თუ ტელეგადაცემებში. შალიკომ იცის ეს, ამაზე მას და ივანიშვილს არ ულაპარაკიათ, მაგრამ "წესიერი ქართველი კაცები" ხომ არც ლაპარაკობენ ასეთ "დელიკატურ" საკითხებზე. ეს თავისთავად იგულისხმება როგორც დამატებითი სარგებელი. შალიკომ იცის, რომ საქართველოში თინეიჯერების 99 %-ზე მეტს რეგულარული სექსუალური პარტნიორი არ ჰყავს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა თინეიჯერი გოგონების მდგომარეობა, მაგრამ ეს ყველაფერი მას არ ადარდებს, შალიკოსთვის მთავარია ფული, მთავარია რეიტინგი, მან კარგად იცის, რომ საქართველოში მოსახლეობის 89 %-ს სძულს მისგან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები, რომ ამ 89 %-ს უყვარს პატრიარქი ილია მე-2 და სძულს სექსი და სხეული, ეს 89 % ბნელია, ბოროტი, შურიანი, ეჭვიანი, დაწვრილმანებული, ჰომოფობი, ღარიბი და ღატაკი (ამ ხელისუფლებისა და წინა რეჟიმების დამღუპველი პოლიტიკის შედეგად), რომ ყარს სიღატაკისაგან, და რადგან ღარიბ-ღატაკია და ცხოვრებაში კარგი არაფერი უნახავს და გამოუცდია, ყველაფრის რცხვენია, არასრულფასოვნების კომპლექსი სტანჯავს (რაც ჩამორჩენილ "საზოგადოებებში" ყველას აქვს, ვინც ამ "საზოგადოების" წესებს აღიარებს და ემორჩილება), ამ 89 %-ს კარგი სექსი არასოდეს ჰქონია, იმიტომ რომ თავისუფლება არასოდეს ჰქონია, არასოდეს ჰქონია როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი, თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა, რაც ადამიანისათვის ფულს, განათლებას ან/და რეალურად ხორცშესხმულ სამოქალაქო უფლებებსა და მაღალ სტატუსს მოაქვს, შალიკოსა და "მეცენატ" ბიძინას კი სულ ჰკიდიათ ამ ხალხის სამოქალაქო უფლებები და თავისუფლება, მათი სირცხვილის მარწუხებისაგან განთავისუფლება და მათი განათლება, შ. რამიშვილისა და ბ. ივანიშვილისათვის მთავარია რეიტინგი, ამიტომ ისინი უარესად წიხლს აჭერენ ამ ისედაც გაუბედურებულ ხალხს, როგორც მწიფე ყურძენს საწნახელში, რათა ამ ხალხისაგან რაც შეიძლება მეტი რეიტინგი გამოიწუროს და გამოიწველოს.

ზაზა შათირიშვილმა ამავე გადაცემაში თქვა, რომ ცერნის კოლაიდერმა დაადასტურა ღმერთის არსებობის ფაქტი. თურმე კაცობრიობამ 20 მილიარდი ევრო იმისთვის დახარჯა, რომ ღმერთი ეპოვა. მე კარგად არ ვიცნობ ამ არსებას, ზაზა შათირიშვილს და არ ვიცი, იცის თუ არა მან, რომ ღმერთს 20 მილიარდად კი არა, 200 ტრილიონადაც ვერ იპოვი და საერთოდაც ვერ იპოვი მას, რა თანხაც არ უნდა დახარჯო იმ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ მან იქადაგა ეს აზრი, ავადმყოფური აზრი ღმერთის არსებობის დადასტურების შესახებ კოლაიდერის მეშვეობით და ესეც იმ წინასწარგანზრახვით გაკეთდა, რომ ნიადაგი შემზადებულიყო რაფინირებული სიძულვილისათვის ლგბტ-ების მიმართ. მანაც ისევე, როგორც შალიკომ, კარგად იცის, რომ ყველაზე გულგრილი და ბოროტი ისაა, ვისაც ეჭვი არ ეპარება ღმერთის არსებობაში. მისი და შალიკო რამიშვილის მიზნობრივი აუდიტორია ერთია: ბნელ მასასთან შედარებით ოდნავ უფრო განათლებული ხალხი, რომელსაც ხანდახან მაინც (თუმცა ძალიან იშვიათად) ეჭვი ეპარება, რომ ქალი მამაკაცის ნეკნისაგან წარმოიშვა. ამიტომ ასეთი "მეცნიერული" არგუმენტებით მათი ცრურწმენის გამყარება ხდება სამომავლო ბრძოლებისათვის.

მოკლედ, მთელი ეს გასაოცრად ანტიჰუმანური გადაცემა, რამაც მე შემზარა, არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბოროტებამ საქართველოში უკვე ახალ საფეხურზე გადაინაცვლა და ის კიდევ უფრო რაფინირებული და ვერაგი გახდა. გაჩნდნენ ახალი ვირუსები. ეს ვირუსები ის ვირუსები არიან, რომლებმაც იმუნიტეტი გამოიმუშავეს ძველი ანტიბიოტიკების მიმართ. ისინი ის ვირუსები არიან, რომლებიც სწრაფად იცვლებიან, რომლებსაც გარემოსთან ადაპტაციის საოცარი უნარი აქვთ და რომლებიც წინანდებურად უშფოთველად აპირებენ კაცობრიობის მოწამვლას, რა დროც არ უნდა დადგეს და როგორც არ უნდა განვითარდეს მათ წინააღმდეგ მებრძოლი მედიცინა და დეზინფექციის საშუალებები.

P. S. მე ჭეშმარიტებას მინდა ვემსახურო. არსებობს მორალი, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც მორალზე უფრო მაღლა დგას. ჯონ ლოკი ამას "ბუნებით სამართლიანობას" უწოდებდა. მწერლის ვალია, ხშირად სუსტებსა და გარიყულებს ედგას გვერდით და არა ძლიერებსა და წარმატებულებს. მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და ვცდილობ ჩემი მოვალეობა შევასრულო.

ზოგადად ადამიანი უნივერსალური არსებაა, ხოლო ჰომოსექსუალებად, ჰეტეროსექსუალებად, ლესბოსელებად და ბისექსუალებად ადამიანების დაყოფა საკმაოდ პირობითია. ტოტალური ჰომოსექსუალიზმი ფიზიოლოგიასთან ერთად არჩევანის საკითხიცაა. ადამიანს სრული უფლება აქვს, აირჩიოს, რა უყოს საკუთარ სხეულს. ჩემთვის არ არსებობს ცნება "სექსუალური მორალი," სექსში ყველაფერი ნებადართული და მისასალმებელია, რასაც სიამოვნების მოტანა შეუძლია. მე არაფერი მაცოფებს იმაზე ძალიან, როცა ვიღაცეები ცდილობენ, წაართვან არჩევანის თავისუფლება ადამიანს. მსოფლიოში დღეს ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას ამავე თავისუფლების სახელით ართმევენ. მაგალითად ასე იქცევა ვლადიმერ პუტინი. მისი პოლიტიკა აგებულია უმცირესობების ჩაგვრაზე, რასაც უმრავლესობა მიესალმება. ეს უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ სწორედ პირიქით, უმცირესობების ინტერესების დაცვა-განხორციელებაშია მისი ბედნიერების გასაღები, რადგან ყველა ადამიანი უმცირესობაა! ხოლო რადგან პუტინს მონოპოლიზებული აქვს საინფორმაციო საშუალებები, არავინ უხსნის, არავინ განუმარტავს უმრავლესობას ამას და გამოდის, რომ რუსი ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს "მოსწონს" პუტინი. საქართველო იმხელა ქვეყანა არ არის, როგორიც რუსეთია. მახსოვს, რამხელა საშინელება იყო ჩემი პირველი რომანის გამოქვეყნება, რა სირთულეებთან მომიწია შეჯახება. მაშინ თითქმის ყველა მედიასაშუალება ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა სექსუალური უმცირესობებისა და პასიური სექსუალური იდენტობის მქონე ადამიანებისათვის და ეს მაშინ საამაყო იყო. დღეს ისინი ამას ასე იოლად ვეღარ ბედავენ, რაშიაც მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის. ადამიანის სექსუალური ფსიქიკა ძალიან რთული, ფაქიზი და ჩახლართული სივრცეა, აქ საჭიროა დიდი სინდისი და ძალიან განსხვავებული მიდგომები. ქვეყნის საუკეთესო ინტელექტუალებიდან ბევრი ვერ ხვდება ამას. მაგალითად გოგი გვახარია და ნინია კაკაბაძე. ჩემი ძალიან მაღალი შეხედულების მიუხედავად მათ ინტელექტსა და სინდისზე, მე არ შემიძლია, ყველაფერში დავეთანხმო ამ ადამიანებს (მაგალითად, გვახარიამ უამრავჯერ მოიხსენია ნეგატიურ კონტექსტში ექსჰიბიციონისტები, წერდა და ლაპარაკობდა მამაკაცის აქტიური მამაკაცური სექსუალური იდენტობის წინააღმდეგ, რაც ყოველთვის ძალიან მაღიზიანებდა). ჩვენი პრობლემა მამაკაცური (აქტიურ-დომინანტური) სექსუალური იდენტობა კი არ არის, არამედ ამ იდენტობის დამახინჯება და პაუშალიზაცია, სწორხაზოვნება, დომინანტური სექსუალური აქტის ძალაუფლებასთან გაიგივება და სირცხვილის მარწუხები. ჩვენ კი არ უნდა მოვკვეთოთ დაავადებული კიდური, არამედ უნდა ვუმკურნალოთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში მღვდლებს დავემსგავსებით, რომლებმაც ადამიანის ბუნების სირთულის გამო ეს მარტივი გზა აირჩიეს, გზა, რომელიც უფსკრულისაკენ მიექანება. მე არ ვენდობი მარტივ ჭეშმარიტებებსა და ლამაზ ფორმულებს, ჩემთვის რაც მარტივია, ის ყოველთვის გენიალური არ არის, სიცოცხლე არ არის მარტივი ბუნების მოვლენა. ადამიანისათვის სექსუალური იდენტობისა და თავისუფლების წართმევით ჩვენ მათ ვუბიძგებთ, იქცნენ სადისტებად და მკვლელებად, რომლებსაც სისხლი სწყურიათ, ხოლო მერე გაკვირვებულები ვაცეცებთ თვალებს, რატომ ხდებაო ამდენი ბოროტება. რელიგიური ფანატიზმი რუსეთის აგენტურაა. სწორედ რუსეთს უნდა, საქართველო რომ არ განვითარდეს და კრემლში მოკალათებულმა სისხლისმსმელმა ნაძირლებმა კარგად იციან, რომ სანამ საქართველოში ქალის სოციალური სტატუსი დაბალია, ქალური სექსუალობა არაპრესტიჟულია, სანამ ილახება და ფეხქვეშ ითელება სექსუალური უმცირესობების უფლებები და მოსპობილი აქვთ მათ სექსუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობები, საქართველოს განვითარების არ უნდა ეშინოდეთ. შალვა რამიშვილი ძალიან ეშმაკი კაცია, კარგად იცის, როგორც უნდა ილაპარაკოს, რათა ამ ხალხს ასიამოვნოს. მაგას ჰგონია, რომ ჩვენ აქ, საქართველოში, სამიათასწლოვანი კულტურის მქონე ქვეყანაში, იმდენად ბნელები ვართ, რომ ვერ ამოვიცნობთ კრემლის ჩანაფიქრს. რუსები და რუსეთთან დაახლოებული ხალხი ყოველთვის მაღლიდან გვიყურებდნენ ჩვენ, ქართველებს. მათ მიაჩნდათ, რომ თვითონ ჩვენზე განათლებულები და მაღალი კულტურის ხალხია და ეს ყოველთვის ასე იქნება. იგივეს ისინი ბალტიისპირელებს ვერასოდეს უბედავდნენ, და მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ადამიანური კულტურისა და ფასეულობების დაცვაში არათუ ბალტიისპირეთს გაუსწრებს, არამედ მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყნად გადაიქცევა ადრე თუ გვიან, და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მე კოსმოპოლიტი არ ვარ, მე ქართველი ვარ, მიყვარს ჩემი სამმშობლო, მიმაჩნია, რომ ეროვნული გრძნობები, სამშობლოს შეგრძნება ყველაზე ღრმა განცდებია, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს, ეროვნული სიამაყის განცდა კი ადამიანის საუკეთესო ნიჭი, ხოლო ქართველებს ქართულ სახელმწიფოზე უკეთ ვერავინ დაგვიცავს. მე უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს მისი ბალახის თითოეული ღერი, მისი ყველა ქვა, ხე, ფოთოლი, ყვავილი, დასავლეთი და დასავლური ქვეყნები იმიტომ მიყვარს არანაკლებ, რომ იქ არავინ ემუქრება ჩემს ეროვნულ გრძნობებს, არავინ მაფასებს რასობრივად დაბალი კუთვნილების მქონე ადამიანად. დასავლეთში ჩვენ კულტურული თვალსაზრისით ჩამორჩენილ ქვეყნად გვაფასებენ (რაც სიმართლეა და უნდა გვიხაროდეს კიდეც, რომ არავინ გვეპირფერება), ხოლო რუსეთში გვაფასებენ რასობრივად დაბალი წარმომავლობის ხალხად, ამ ორ შეფასებას შორის იმდენად დიდი სხვაობაა, როგორიც ცასა და დედამიწას შორის. როცა მე ვამბობ, "ჩვენ გავუსწრებთ ბალტიისპირეთს," ამაში ის კი არ იგულისხმება, რომ ოდესმე რასობრივად ლიტველებზე, ლატვიელებზე ან ესტონელებზე სრულფასოვანნი გავხდებით, არამედ ამით ჩვენ უნდა ვუბიძგოთ მათ, რომ უფრო ადამიანურები გახდნენ, რაღაც ეტაპზე ან/და რაღაც თვალსაზრისით ისინი ოდესმე ისევ ჩვენ გვაჯობებენ, მერე ისევ ჩვენ ვაჯობებთ და ასე განვითარდება სამყარო. ადამიანს წაართვა ეროვნული იდენტობა, ნიშნავს, წაართვა სიცოცხლე, ეს ზუსტად ისეთივე ბარბაროსობაა, როგორც სექსუალური იდენტობის ან საცხოვრებელი სახლის წართმევა. ამას ცდილობდნენ ბოლშევიკები, მათ სურდათ ადამიანები პირუტყვებად ექციათ, წაერთმიათ მათთვის განმასხვავებელი ნიშან-თვისებები, და ექციათ ისინი ერთგვაროვან მასად, რომელსაც აღარაფერი ექნებოდა საამაყო, და რადგან საამაყო აღარაფერი ექნებოდა, დასაცავიც აღარაფერი ექნებოდა და აღარ იბრძოლებდა. კომუნისტებიდან ბევრი პატიოსანი ადამიანი იყო და გულწრფელად ფიქრობდა ამით თავიდან აეცილებინა ომები, მაგრამ მათ ამით სინამდვილეში უსაზარლესი ტირანიის დამყარებას შეუწყეს ხელი. ამიტომაა, რომ მე არ ვენდობი ლამაზ ფრაზებსა და ლამაზ ფორმულებს. ადამიანი სრულყოფილი არსება არ არის, და სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა და ცხოვრების სილამაზე. საშინელება იქნებოდა, ყველაფერი ყოველთვის რომ იდეალურად იყოს, ზოგჯერ აწეწილ-დაწეწილ ქალს მეტი სილამაზე აქვს, ვიდრე დავარცხნილსა და მოვლილს და ზოგჯერ დაბალი და შეუხედავი ადამიანები უფრო გვიზიდავენ და აღგვაგზნებენ, ვიდრე გასაოცარი სილამაზის მქონეები. მაგრამ ჩემი აზრით ცხოვრების სიმწარე და ნაკლოვანება ისევე ზომიერი უნდა იყოს, როგორც მარილი ან წიწაკა და ისიც მხოლოდდამხოლოდ ადამიანის საკუთარი თავისუფალი ნებასურვილით, გართობისა და ცხოვრებისათვის მეტი გემოს მიცემის მიზნით. მე ცხოვრებაში უამრავი ქალი შემხვედრია, რომლებსაც სიამოვნებდათ, გაუპატიურებულად ეგრძნოთ თავები, ბევრ მათგანს მოსწონდა, როცა მამაკაცი ამცირებდა სექსში, მაგრამ ეს მათი თავისუფალი ნებაა, ეს არის გართობა, მე რა თქმა უნდა კარგად მესმის ეს, ხოლო გოგი გვახარიას ეს არ ესმის, ის ეუბნება ადამიანებს: "არ ჭამოთ წიწაკა, იმიტომ რომ ის მწარეა, ჭამეთ მხოლოდ ტკბილეული!" შალვა რამიშვილი კი ამბობს: "თქვენ ხომ გიყვართ წიწაკა. ჰოდა, ტკბილს ახლოსაც არ გაეკაროთ, შეჭამეთ 100 კილო წიწაკა და დაიხოცეთ, თქვენი დედაც!.." ორივე მიდგომა პრიმიტიული, არასწორი და არაჰუმანურია. ისევდაისევ ვამბობ, გვახარია სულაც არ არის პრიმიტიული, პირიქით, ის ძალიან განათლებულია, ასევე ძალიან კეთილი ბუნების, ის დღედაღამ ფიქრობს და ზრუნავს ადამიანების საკეთილდღეოდ, ზუსტად ასეთივე ადამიანია ნინია კაკაბაძეც, კონკრეტულად მათი ზემოთნახსენები შეხედულებებია ჩემი გაგებით პრიმიტიული, სულაც არ არის მოსალოდნელი, რომ ყველა განათლებულ და მაღალკულტურულ ადამიანს ყველაფერი ყოველთვის რიგზე ექნება, ხოლო შალვა რამიშვილს რაც შეეხება, ის ბოროტების განსახიერებაა. არავის აქვს უფლება, მასსავით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთოს სექსუალური უმცირესობების მისამართით და მერე ეს იმით გაამართლოს, რომ მას თითქოს უნდოდა, ცხოვრებისათვის მეტი შნო და ლაზათი მიეცა, როგორც ამას რამიშვილი ამბობს ხოლმე! შეიძლება ადამიანს ვიღაც უკანალზე სცემდეს, თვალებში სპერმას ასხამდეს, მაგრამ მას ჩემგან, სრულიად უცხო ადამიანისაგან არ სიამოვნებდეს იგივეს გაკეთება და ტყვიაც კი დამახალოს შუბლში ზუსტად იმის გამო, რასაც სხვასთან საკუთარი ნებასურვილით აუღელვებლად სჩადის. რამიშვილი ინტელექტუალი კი არ არის, ველურია. ასეთებს სურთ, ჩვენ ინტიმური სიახლოვე მოგვისპონ საყვარელ ადამიანებთან, რომ აღარ არსებობდეს ცნება "ინტიმური სიახლოვე," ხოლო რასაც სექსში ვინმე ერთთან ან რამდენიმესთან ვაკეთებთ, იგივე გავაკეთოთ უკლებლივ ყველასთან, მიუხედავად იმისა, ეს "ყველა" იმსახურებს თუ არა ჩვენგან იმას, რასაც ჩვენ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან ვაკეთებთ. მე ცხოვრებაში უამრავი ძალიან ღირსეული, ძალიან განათლებული და ძალიან პატიოსანი ქალი შემხვედრია, ისიც ვიცი, რომ ისინი სხვა მამაკაცებს ხვდებიან, მათთან ორალური სექსიც აქვთ (რაც შ.-ს მსგავსი ველურებისათვის საშინელება და სიბინძურეა და არა ისეთივე ჩვეულებრივი რაღაც, როგორც ყვავილი, ნაკადული, თეთრი ღრუბელი ან მზის ამოსვლა კავკასიონის მთის ქედის გადაღმიდან), ანალური სექსიც აქვთ მათთან, რაზეც ისინი ჩემთან ჩვეულებრივ, გულახდილად ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ ამ ადამიანებს პირადად მე არ მოვწონვარ, მე ისინი მომწონს, მაგრამ თვითონ ამ ადამიანებს არ მოვწონვარ, უბრალოდ, არ ვჯდები ამ ადამიანების გემოვნებაში, რა ვქნა, ვიკივლო?! გემოვნებაზე არ კამათობენ. ჩვენ, მე და ეს ქალები კარგი მეგობრები ვართ, მე მაქვს უფლება, ვეცადო, თავი შევაყვარო და მოვანდომო ვისაც მინდა, მათ შორის, მათაც, ან/და ვთქვა, რომ მათ უბრალოდ გემოვნება ღალატობთ, მაგრამ მე ვინ მომცა უფლება, ზოგადი ან პირადი ხასიათის შეურაცხყოფა მივაყენო მათ ან/და ვაიძულო ისინი, იქონიონ ჩემთან სექსუალური ურთიერთობა?! ამის უფლება არავის აქვს და ვინც ამას აკეთებს, ის ნაძირალაა. მე საოცრად ვწუხვარ, რომ უსასრულოდ ანალოგიური მარტივი თემების განხილვა მიწევს, რაც ძალიან დამღლელია. ვოცნებობ, მუშაობა დავიწყო ახალ რომანზე, მაგრამ უკვე ვეღარ ვახერხებ ამას და იძულებული ვარ, გაუთავებლად ვამტკიცო, რომ ორჯერ ორი ოთხია, რადგან ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის ეს, შალვა რამიშვილის მსგავსი არსებების გადამკიდე.



ფოტო: Fotolia

26.07.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten