განცხადება 15/01/2013

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალაში იმის შესახებ, თუ როგორ ახორციელებდნენ სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლები პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოყენებას იმ მიზნით, რათა ლგბტ ადამიანების მხრიდან სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ძალდატანების და შანტაჟის გზით მიღწეული ყოფილიყო რეჟიმის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება, მნიშვნელოვნად დაცულია პირთა იდენტიფიცირების შესახებ არსებული მოთხოვნები, აღნიშნული მაინც არ იძლევა იდენტიფიკაციისაგან სრული დაცვის გარანტიას, ხოლო წარსულის მახინჯი მემკვიდრეობის გამო ქართული საზოგადოების ნაწილის განსაკუთრებული ჩამორჩენის და ქართული საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან სექსუალური საკითხების მიმართ არსებული არაადეკვატური და აგრესიული დამოკიდებულების გარემოებებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიმაჩნია, მსგავს გავრცელებულ კადრებში, როგორც ახლა ასევე მომავალში, განსაკუთრებით გართულდეს პირთა ამოცნობა იმ დონემდე, რაც კიდევ უფრო გაურკვეველს და პრაქტიკულად ყოვლად შეუძლებელს გახდის სექსუალურ აქტში მონაწილე პირების ამოცნობა-იდენტიფიკაციის პროცესს. საქართველოს მსგავს ქვეყნებში სექსუალური ტაბუ უკიდურესად მძიმე ტვირთად აწევს საზოგადოებას, ამიტომ სახელმწიფო დაწესებულებებს თუ კერძო პირებს მსგავსი მასალის ტირაჟირებისას განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფაქიზე მართებთ. ამასთან ერთად, ვეხმიანები რა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის განცხადებას, პირთა იდენტიფიკაციის შესაძლებლობის გაიოლების საკითხთან დაკავშირებით ამჟამინდელი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან არსებული მიზანმიმართული ინტერესის შესახებ მათი ეჭვი დაუსაბუთებლად და არასათანადოდ მიმაჩნია. გამოვთქვამ განსაკუთრებულ წუხილს სააკაშვილის რეჟიმის მიერ ადამიანების მიმართ წლების მანძილზე განხორციელებული ზნედაცემული მოპყრობის გამო და ასევე იმედს, რომ მსგავსი შემზარავი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდება. მაგრამ იმის უზრუნველსაყოფად, რათა შეიქმნას მყარი მენტალური გარანტიები, რაც უაზროს და შეუძლებელს გახდიდა სპეცსამსახურების მხრიდან ადამიანების შანტაჟს პირადი ცხოვრების განხორციელების ნიადაგზე, გადაუდებელ აუცილებლობად მიმაჩნია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სექსუალურ საკითხებში, სექსუალური ტაბუს მოხსნა და საზოგადოების ბოლომდე განთავისუფლება სოციალური კლიშეების და სირცხვილის აბსურდული მარწუხებისაგან, რისთვისაც სახელმწიფომ არსებულზე მნიშვნელოვანწილად უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს.



ფოტო: netgazeti.ge

15.01.2013

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten