ბიოგრაფია

დავით ჩუთლაშვილი (დ. 1983 წლის 9 აპრილი, ახალსოფელი/ყვარელი, საქართველო) - ქართველი ორენოვანი მწერალი, დრამატურგი და საზოგადო მოღვაწე. ნაწარმოებებს წერს გერმანულ და ქართულ ენებზე.

დავით ჩუთლაშვილი დაიბადა 1983 წლის 9 აპრილს, სოფ. ახალსოფელში. ბავშვობა და სკოლის ასაკი გაატარა სოფ. ახალსოფელში, 17 წლის ასაკში გახდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი, ბავშვობისა და თინეიჯერობის წლებში, სხვადასხვა დროს ცხოვრობდა მოსკოვსა და ვილნიუსში.

პირველი რომანი, "ჭენება" 2006 წელს გამოსცა. 2008 დაარსა ვებპორტალი www.davidchutlashvili.com, რომელზეც პერიოდულად ათავსებს თავის გერმანულენოვან ნაწარმოებებს, რომლებშიაც ისევე, როგორც თავის თითქმის ყველა სხვა ნაწარმოებში, აკრიტიკებს საზოგადოებას, სოციალურ კლიშეებს, წერს ქალთა ემანსიპაციის სიძნელეებსა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე. 2010 წელს დავით ჩუთლაშვილმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკ "ალიანსი საქართველოსათვის" მაჟორიტარ კანდიდატად ყვარლის რაიონის ახალსოფლის თემში და ამავე ბლოკის სიის მე-4 ნომრად. ამავე წელს გამოიცა მისი ახალი რომანი "ცხრაკლიტული."

დავით ჩუთლაშვილი დაოჯახებული არ არის.

(იხ. რედაქტორის სვეტი რომან "ცხრაკლიტულის" გარეკანზე/ბიოგრაფია).

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten