სექსუალური ძალადობა და ტაბუ

მე ყოველთვის ვამბობ, რომ სექსუალური ძალადობა ძალიან რთული, ჩახლართული და კომპლექსური ფენომენია. ბევრჯერ ქალებს მართლაც სიამოვნებთ, როცა მამაკაცი აქტიურია და დომინირებს. კითხვა ისმის შემდეგნაირად: სად მთავრდება აქტიურობა/დომინირება და სად იწყება ძალადობა?! ამაზრზენია ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობა, ამაზრზენია ასევე ის, რომ ძალადობის მსხვერპლი სტიგმატიზებულია და სირცხვილის მარწუხებშია მოქცეული, რაც უკვე ასევე არის კიდეც ძალადობა. იმის გამო, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს არასწორად ესმის ძალადობის არსი, იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა, არ ხორციელდება ხელისუფლების დაყოფის დემოკრატიული პრინციპი, ქართული სასამართლო "ნაცმოს" წევრების მიერ ქალზე განხორციელებული ძალადობის ტიპიურ მაგალითებს ჩქმალავს, ხოლო როცა მისი გამოყენება სურს პოლიტიკური მოწინააღმდეგის გასანადგურებელ იარაღად, შესაძლოა, უწყინარი შეხვედრა, დარეკვა ან მიწერ-მოწერა ინტერნეტით "ძალადობაში" ჩაგითვალონ, და უსამართლობასთან ბრძოლა შეიძლება სულ იოლად გადაიქცეს პირიქით, უსამართლობის დაცვად და განმტკიცებად (როგორც ეს დონ კიხოტს დაემართა, როცა მან "გაანთავისუფლა" მწყემსი ბიჭი, ხოლო სინამდვილეში კიდევ უფრო გააუარესა ამ ბიჭის მდგომარეობა. ანდრე ჟიდი ერთგან აღწერს შინამოსამსახურის აუტანელ მდგომარეობას სტალინის საბჭოთა კავშირში, სადაც შინამოსამსახურის ყოლა კანონით აკრძალული იყო, რამაც კანონგარეშედ დააყენა შინამოსამსახურეები და გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო აუტანელი გახადა მათი ისედაც აუტანელი ყოფა). ასე რომ, სანამ უპირველეს ყოვლისა თავად ქალები არ გადაწყვეტენ, დაძლიონ სირცხვილის მაწუხები და შიშის სინდრომი, თავად იაქტიურონ, როცა ვინმესთან სექსუალური ურთიერთობები სურთ და იყვნენ ურთიერთობების დაწყების ინიციატორები, სანამ მათ სექსუალური ურთიერთობების რცხვენიათ და ეშინიათ, ხოლო მათ სიტყვას ფასი არ აქვს, მანამდე მდგომარეობა უკეთესობისაკენ არ შეიცვლება. დიდი ავსტრიელი ფემინისტი მწერალი, ელფრიდე იელინეკი ამბობს, რომ სექსში ქალის "არა" ნიშნავს "კის," რითაც ის ყურანში გამოთქმულ ზუსტად იგივე მოსაზრებას იმეორებს და ეთანხმება. მართლაც, ქალი დღეს ჩაგრული არსებაა, ჩაგრული კი იძულებულია, ხშირად მიმართოს სიცრუეს, ამიტომ ქალების უდიდესი უმრავლესობა დღეს ტიპიური ცრუპენტელა და მატყუარაა, ქალების გულწრფელობის ხარისხი ძალიან დაბალია ან ისინი საერთოდ არ არიან გულახდილები, ამიტომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა აღსდგეს, უნდა ჩაერთოს მედია, სასამართლო სისტემა, ჩაერთოს არასამთავრობო სექტორი, ჩაერთონ პოლიტიკური პარტიები, ხელოვანები, რათა ამ კომპლექსურ პრობლემას ძალიან კომპლექსურად ვებრძოლოთ და ბავშვი ნაბან წყალს არ გადავაყოლოთ, რათა ჩვენი ბრძოლა იყოს ეფექტური ბრძოლა და არა დონკიხოტობა, მაგრამ პირველ რიგში ამ პრობლემას თავად ქალებმა უნდა გამოუცხადონ ბრძოლა, მაგრამ ბრძოლა არა მხოლოდ დეკლარაციების დონეზე, არამხოლოდ საპროტესტო აქციებით და საგაზეთო სტატებით, არამედ ჩვენ გვჭირდება ყოველდღიური, სისტემატიური ბრძოლა ყველაზე ელემენტარულ ყოფით დონეზეც კი ამ პრობლემის წინააღმდეგ. სანამ ქვეყანაში გამეფებულია ძალადობის კულტი, სანამ მოძალადე ზოგადად "კაი ტიპია," ხოლო ძალადობის მსხვერპლი "სუსტი და ლაჩარი," სანამ საზოგადოება არ ჩამოყალიბდება და არ ისწავლის სიკეთეს, სანამ ხალხი ზოგადად დატერორებულია რეჟიმის მიერ, სანამ არ არსებობს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, კლშეებისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, მყარი და ობიექტური მეცნიერული საფუძვლების მქონე განათლება, სექსიზმი და ქალთა მიმართ ძალადობა ყოველთვის იარსებებს. სააკაშვილი სულ ტყუილად აცხადებს თავს ქალების და სხვა უმცირესობების დამცველად. პირიქით, სააკაშვილის რეჟიმმა კიდევ უფრო გააძლიერა და გაამყარა ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობა; განსხვავება არის მხოლოდ იმაში, რომ დღეს ეს ძალადობა კიდევ უფრო უხილავი, ძნელადმოსახელთებელი და რაფინირებული გახდა.



ფოტო: Pinkillumination

15.08.2012

 

 

 

მთავარი

ბიოგრაფია

ნაწარმოებები

დაკავშირება

 

 

შეიძინეთ რომანი "ჭენება" საქართველოს მაღაზიებში

 
 
Copyright © David Chutlashvili. Alle Rechte vorbehalten